ქართული
სპორტი
სპორტსმენები

პაატა გვასალია

დაბადების თარიღი 29/01/1973   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა კრივი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სამეგრელო და ზემო სვანეთი
ქალაქი ფოთი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1973 წლის 29 იანვარს ფოთში
მოკრივე (60კგ)
*-1994-98 წლებში ასპარეზობდა რუსეთის სახელით

ტიტულები:
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1997 (60კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1993 (60კგ; ბურსა, თურქეთი)
კეთილი ნების თამაშების ჩემპიონი - 1994
კეთილი ნების თამაშების ბრინჯაოს პრიზიორი - 1998
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1990

სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი
რუსეთის სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1996

*-2000 წელს, ხელის მძიმე ტრავმის გამო, სპორტული კარიერა დაასრულა. შემდგომ წლებში სხვადასხვა სფეროში საქმიანობდა, ჯერ ქალაქ აზოვში, შემდეგ პეტროპავლოვსკ-კამჩატკიში.
*-2003 წელს, როცა კაზინო კოლიზეის დაცვის უფროსი იყო, დააკავეს კოლიზეის კონკურენტის, კაზინო პალადის გადაწვის ბრალდებით.
*-2005 წლის 30 მარტს რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით ბრალდებულად სცნეს (მათ შორის განხრახ მკვლელობა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაული და სხვისი ქონების დაზიანება) და სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს.
*-პაატა გვასალიამ თავი დამნაშავედ არ სცნო. დაცვის მხარის მტკიცებით, არ არსებობდა მისი დანაშაულის მტკიცებულებები. მეტიც, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მაგალითად დანაშაულის ადგილზე აღმოჩენილი სისხლის კვალი, არ ემთხვეოდა გვასალიას სისხლის მონაცემებს.
*-2008 წლის 26 დეკემბერს საქმის ხელახალი ძიება დაიწყო, რომელიც 2011 წლის 6 ოქტომბერს დასრულდა. პაატა გვასალიას განაჩენი სასამართლომ ძალაში დატოვა.
*-პაატა გვასალია სასჯელს იხდის კოლონია თეთრ გედში.

   

მესამე ადგილი(მსუბუქი წონა)
კრივი - დსთ ჩემპიონატი 1992, ტამბოვი, რუსეთი
მესამე ადგილი(-60 კგ)
კრივი - ევროპის ჩემპიონატი 1993, ბურსა თურქეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო