ქართული
სპორტი
სპორტსმენები

სლავა მეტრეველი

დაბადების თარიღი 30/05/1936   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სხვა
ქალაქი სხვა
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

თავდამსხმელი
1953-1954 - სოჭის „სპარტაკი“
1955-1956 - გორკის „ტორპედო“
1956-1962 - მოსკოვის „ტორპედო“
1963-1971 - თბილისის „დინამო“

ტიტულები:
ევროპის ჩემპიონი: 1960
სსრკ ჩემპიონი: 1960, 1964
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1957, 1961
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1967, 1969, 1971
სსრკ თასი: 1960

საქართველოს წლის საუკეთესო სპორტსმენი (საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1964

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1960
სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 9-ჯერ მოხვდა: #1 - 1958, 1959, 1960, 1961, 1962, 1964, 1965, 1968; #2 - 1957

სსრკ ნაკრებში: 48 მატჩი, 10 გოლი (1958-1970)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 4 მატჩი, 1 გოლი (1959)

სხვა ჯილდოები:
სსრკ ღირსების ნიშნის ორდენი - 1966
ღირსების ორდენი - 1996

*-ევროპის თასის (ჩემპიონატის) პირველი გათამაშების სიმბოლური ნაკრების წევრი ლევ იაშინთან (სსრკ), ვლადიმირ დურკოვიჩთან (იუგოსლავია), ლადისლავ ნოვაკთან (ჩეხოსლოვაკია), იოზეფ მასოპუსტთან (ჩეხოსლოვაკია), იგორ ნეტოსთან (სსრკ), დრაგოსლავ შეკულარაცთან (იუგოსლავია), მილან გალიჩთან (იუგოსლავია), ბორა კოსტიჩთან (იუგოსლავია), ვალენტინ ივანოვთან (სსრ) და ვიქტორ პონედელნიკთან (სსრკ) ერთად
*-1960 წლის 10 ივლისს, ევროპის თასის (ჩემპიონატის) პირველი გათამაშების ფინალში, იუგოსლავიის ნაკრების წინააღმდეგ, 49-ე წუთზე გაიტანა გოლი და ანგარიში გაათანაბრა. ფინალი სსრკ ნაკრებმა 2:1 მოიგო
*-1964 წლის 18 ნოემბერს, ტაშკენტში გამართულ „ოქროს მატჩში“, რომელშიც თბილისის „დინამომ“ 4:1 მოუგო მოსკოვის „ტორპედოს“, ერთი გოლი გაიტანა
*-პირველი ქართველია, რომელმაც ფიფა-ს მსოფლიოს ნაკრებში ითამაშა. 1968 წლის 6 ნოემბერს, რიო დე ჟანეიროს „მარაკანაზე“ ბრაზილიელების მიერ მსოფლიო ჩემპიონატის პირველად მოგების 10 წლის იუბილე აღინიშნა. ბრაზილიამ 2:1 მოიგო, სლავა მეტრეველმა კი ესპანელი ამარო ამანსიო შეცვალა
*-ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელიც მსოფლიოს 3 ჩემპიონატში მონაწილეობდა: 1962 წელს ჩილეში, 1966 წელს ინგლისში და 1970 წელს მექსიკაში (განაცხადში იყო, არ უთამაშია)
*-1976-1977 წლებში თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელის ნოდარ ახალკაცის თანაშემწე იყო, 1978-1979 წლებში კი გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელი
*-1976 წელს მიენიჭა საქართველოს დამსახურებლი მწვრთნელის წოდება
*-1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა, ასევე #3 ფეხბურთელად მიხეილ მესხის და ბორის პაიჭაძის შემდეგ
*-სოჭის სტადიონი (10200) მისი სახელობისაა. 2014 წლის დეკემბერში სტადიონის ტერიტორიაზე მისი ძეგლი დაიდგა

   

პირველი ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის ჩემპონატი (ერთა თასი) 1960, საფრანგეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო