ქართული
სპორტი
სპორტსმენები

რევაზ მინდორაშვილი

დაბადების თარიღი 01/07/1976   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი კახეთი
ქალაქი გურჯაანი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1976 წლის 1 ივლისს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კოლაგში
თავისუფალი ჭიდაობა; 84კგ

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2008 (84კგ; პეკინი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2005 (84კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 2006 (84კგ; გუანჟოუ, ჩინეთი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2003 (84კგ; ნიუ იორკი, აშშ)
ევროპის ჩემპიონი - 2003 (84კგ; რიგა, ლატვია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 2004 (84კგ; ანკარა, თურქეთი), 2008 (84კგ; ტამპერე, ფინეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2002 (84კგ; ბაქო, აზერბაიჯანი)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2005

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2005

სხვა ჯილდოები:
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი

*-რევაზ მინდორაშვილის შედეგები 2008 წელს, პეკინის ოლიმპიადაზე:
1/8: დავით ბიჩინაშვილი (გერმანია) - მოგება
1/4: არტურ ენოქიანი (სომხეთი) - მოგება
1/2: გეორგი კეტოევი (რუსეთი) - მოგება
ფინალი: იუსუფ აბდუსალამოვი (ტაჯიკეთი) - მოგება

*-2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე, XIII ადგილი.
*-2005 წელს ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციამ - FILA - პირველად ჩაატარა ყველა სტილის მსოფლიო პირველობა ერთ ქალაქში, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში. რევაზ მინდორაშვილმა ლასლო პაპის სახელობის სპორტის სასახლეში 27 სექტემბერს იასპარეზა. ქართველმა ფალავანმა ზედიზედ დაამარცხა ტრევის კროსი (კანადა) - 1:0, 2:0; ანტონი პასუგბა (იტალია) - 2:0, 3:0; მაგომედ კურუღლიევი (ყაზახეთი) - 2:4, 1:0, 2:0 და საჟიდ საჟიდოვი (რუსეთი) - 1:0, 0:1, 1:0, ფინალში კი კუბელ იოელ რომეროს აჯობა - 1:0, 1:1, 5:0. ამ ტრიუმფის გამო სპორტულმა ჟურნალისტებმა რევაზი წლის ბოლოს საქართველოს საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს. იმავე წელს მიენიჭა სპორტის რაინდის საპატიო წოდება.
*-2008 წლის მიწურულს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე დასახელდა ძიუდოისტის, ირაკლი ცირეკიძის შემდეგ.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ოთარ მაღლაკელიძის წიგნი „რევაზ მინდორაშვილი“.
*-2012-2017 წლებში თავისუფალი სტილის მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრებს წვრთნიდა.
*-2017 წლიდან თბილისში, ლისის ტბის ახლოს, საკუთარი სახსრებით აშენებულ საჭიდაო დარბაზში ბავშვებს ავარჯიშებს.

   

მეორე ადგილი(84 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2008, ტამპერე, ფინეთი
მეორე ადგილი(84 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2004, ანკარა, თურქეთი
პირველი ადგილი(84 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2003, რიგა, ლატვია
მესამე ადგილი(84 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ბაქო, აზერბაიჯანი
მეორე ადგილი(84 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2006, გუანჩჟოუ, ჩინეთი
პირველი ადგილი(-84. კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2005, ბუდაპეშტი, უნგრეთი
მესამე ადგილი(84 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2003, ნიუ-იორკი, აშშ
პირველი ადგილი(84 კგ)
ზაფხულის XXIX ოლიმპიური თამაშები 2008, პეკინი, ჩინეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო