ქართული
სპორტი
სპორტსმენები

მირიან ცალქალამანიძე

დაბადების თარიღი 09/03/1927   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი კახეთი
ქალაქი თელავი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1927 წლის 9 მარტს თელავის რაიონის სოფელ კონდოლში. გარდაიცვალა 2000 წლის 3 აგვისტოს თელავში
თავისუფალი ჭიდაობა (52კგ)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1956 (52კგ; მელბურნი)
მსოფლიო ვიცე-ჩემპიონი - 1957 (52კგ; სტამბოლი, თურქეთი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1954 (52კგ; ტოკიო, იაპონია)
სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ჩემპიონი - 1956 (52კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1954 (52კგ; ლენინგრადი), 1956 (52კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1955 (52კგ; მინსკი)
მსოფლიო თასის ვიცე-ჩემპიონი - 1956

სსრკ სპორტის ოსტატი - 1954
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1957

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003 (გარდაცვალების შემდეგ)
ღირსების ორდენი
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ) – 1957

*-მირიან ცალქალამანიძის შედეგები 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე:
I წრე: რიჩარდ დელგადო (აშშ) - მოგება
II წრე: ტადასი ასაი (იაპონია) - მოგება
III წრე: ბაბან დავარე (ინდოეთი) - მოგება
IV წრე: ჰუსეინ აკბაში (თურქეთი) - წაგება
V წრე: თავისუფალი იყო
VI წრე, ფინალური შეხვედრა: მოჰამად ალი ჰოჯასტეპურა (ირანი) - მოგება

*-საბჭოთა კავშირის თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ერთადერთი წევრი, რომელმაც მელბურნის ოლიმპიადაზე ოქროს მედალი მოიგო.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ჩოჩიშვილის წიგნი „მირიან ცალქალამანიძე“.

   

პირველი ადგილი(უმჩატესი წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1956, მოსკოვი, რუსეთი
მესამე ადგილი(უმჩატესი წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1955, მინსკი, ბელარუსი
პირველი ადგილი(უმჩატესი წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1954, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
მესამე ადგილი(52 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია
მეორე ადგილი(52 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1957, სტამბოლი, თურქეთი
პირველი ადგილი(52 კგ)
ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო