ქართული
სპორტი
სპორტსმენები

რომან რურუა

დაბადების თარიღი 25/11/1942   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სამეგრელო და ზემო სვანეთი
ქალაქი მარტვილი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1942 წლის 25 ნოემბერს მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურჩაში
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; 62კგ; 63კგ, 68კგ

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1968 (63კგ; მეხიკო)
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი - 1964 (63კგ; ტოკიო)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1966 (63კგ; ტოლედო, ამერიკის შეერთებული შტატები), 1967 (63კგ; ბუქარესტი, რუმინეთი), 1969 (62კგ; მარ დელ პლატა, არგენტინა), 1970 (68კგ; ედმონტონი, კანადა)
სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი - 1963 (63კგ; მოსკოვი)
სსრკ ხალხთა IV სპარტაკიადის ჩემპიონი - 1967 (63კგ; მოსკოვი)
სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ჩემპიონი - 1971 (68კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1963 (63კგ; მოსკოვი), 1964 (63კგ; ტალინი), 1965 (63კგ; რიგა), 1967 (63კგ; მოსკოვი), 1970 (68კგ; ტალინი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1966 (63კგ; ივან პოდდუბნის მემორიალი)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1966
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2012

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2002
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018
ღირსების ორდენი
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის - IOC - ორდენი - 2001
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის - FILA - ორდენი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2002
შრომის წითელი დროშის ორდენი (სსრკ)
ორი მედალი კეთილსინდისიერი შრომისთვის (სსრკ)

*-რომან რურუას შედეგები 1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადაზე:
I წრე: კაზიმერ მასიუში (პოლონეთი) - მოგება
II წრე: მუზაჰირ სილილე (თურქეთი) - მოგება
III წრე: სვენდ სკრიდსტრუპი (შვედეთი) - მოგება
IV წრე: იოსეფ მევისი (ბელგია) - მოგება
V წრე: კოძიუ საკურამა (იაპონია) - მოგება
VI წრე, ოქროს მედლისთვის: იმრე პოიაკი (უნგრეთი) - ფრე*
*-რომან რურუა ტოკიოში არ დამარცხებულა, მაგრამ წინა წრეებში მიღებული მეტი საჯარიმო ქულის გამო მეორე ადგილზე გავიდა, იმრე პოიაკი კი ოქროს მედალს დაეუფლა.

*-რომან რურუას შედეგები 1968 წელს, მეხიკოს ოლიმპიადაზე:
I წრე: ისმაილ ალ კარაღული (ერაყი) - მოგება
II წრე: ჯეიმს ჰეიზვინკელი (აშშ) - მოგება
III წრე: სრეტენ დამიანოვიჩი (იუგოსლავია) - მოგება
IV წრე: ლოთარ შნაიდერი (გდრ) - მოგება
V წრე: მეთინ ალაქოში (თურქეთი) - მოგება
VI წრე: დიმიტრარ გალინჩევი (ბულგარეთი) - მოგება
VII წრე, ოქროს მედლისთვის: ჰიდეო ფუჯიმოტო (იაპონია) - ფრე*
*-იაპონელ ფალავანს წინა წრეებში მეტი საჯარიმო ქულა დაუგროვდა და მიუხედავად იმისა, რომ რომან რურუამ ფინალური ჭიდაობა ფრედ დაასრულა, ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

*-1966 წლის 20-22 ივნისს მსოფლიო ჩემპიონატს ტოლედომ უმასპინძლა. რომან რურუამ სამხრეთაფრიკელი პეტრუს ფური, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენელი რონალდ ფინლი, შვედი ლეიფ ფრეი, ეგვიპტელი მოჰამედ მარსუქი, იაპონელი ჰიდაო ფუჯიმოტო და ირანელი იბრაჰიმ ქორსიდფარი დაამარცხა და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
*-1966 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე გავიდა ალექსანდრე მეტრეველის (ჩოგბურთი) შემდეგ.
*-1967 წლის 1-3 სექტემბერს ბერძნულ-რომაული სტილის მოჭიდავეთა მსოფლიო პირველობა რუმინეთის დედაქალაქში გაიმართა. ქართველმა ფალავანმა მარტი ლააკსო (ფინეთი), იმრე ბარაში (უნგრეთი), კლემენს ჰუტერი (შვეიცარია), ჰიდაო ფუჯიმოტო (იაპონია) და ჩესლავ კორზენი (პოლონეთი) დაამარცხა, სიმიონ პოპესკუსთან (რუმინეთი) ორთაბრძოლა კი ფრედ დაასრულა და მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული შეინარჩუნა.
*-1967 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე გავიდა მურთაზ ხურცილავას (ფეხბურთი) შემდეგ.
*-1968 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე გავიდა ვიქტორ სანეევის (მძლეოსნობა) შემდეგ.
*-1969 წლის 3-5 მარტს მსოფლიოს ჩემპიონი არგენტინაში, მარ დელ პლატაში გამოვლინდა. ამჯერად რურუამ ერთით ნაკლებ, 62კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა. მან ვერნერ ჰეტიხს (გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), პეტრე კომანს (რუმინეთი), ჯეიმს ჰეიზვინკელს (ამერიკის შეერთებული შტატები) და ნორიაკი კიგუჩის (იაპონია) მოუგო, ფინელ მარტი ლააკსოსთან ჭიდილი კი ფრედ დასრულდა და ქართველიც ზედიზედ მესამედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
*-1969 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე გავიდა ნონა გაფრინდაშვილის (ჭადრაკი) შემდეგ.
*-1970 წლის 4-6 ივლისს წლის მთავარი შეჯიბრება კანადაში, ედმონტონში გაიმართა. რომან რურუამ კვლავ ახალ წონაში, 68კგ კატეგორიაში სცადა ბედი, ირანელ ჰაშემ ღანბარის, იტალიელ დიეგო როსის, თურქ სენუით ჰისირლის, ფინელ მატი პოიკალას და იაპონელ ტანუე ტაკაჰაშის მოუგო, რუმინელ სიმიონ პოპესკუსთან ორთაბრძოლა ფრედ დასრულდა და ქართველიც ზედიზედ მეოთხედ ავიდა მსოფლიო ჩემპიონატის კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხბურზე!
*-1970 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა კავშირის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე გავიდა თინათინ ლეკვეიშვილის (ცურვა) შემდეგ.
*-1966-1970 წლებში რომან რურუამ ზედიზედ მოიგო ოლიმპიადა და მსოფლიოს ოთხი ჩემპიონატი, ანუ ხუთი უმაღლესი ტიტული (ოლიმპიადის წლებში მსოფლიო პირველობა არ ტარდება). ეს პირველი ასეთი შემთხვევა იყო ჩვენი სპორტის ისტორიაში, რომელიც 1976 წელს თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლევან თედიაშვილმა გააუმჯობესა მსოფლიოს ოთხი და ორი ოლიმპიადის მოგებით.
*-1967-1973 წლებში საბჭოთა კავშირის სპორტკომიტეტის ინსტრუქტორი.
*-1984-1985 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი.
*-1983-1986 წლებში ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა საკავშირო ნაკრების მწვრთნელი.
*-1999-2004 წლებში საქართველოს V მოწვევის პარლამენტის წევრი, პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“.
*-2010 წლიდან ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის - FILA - დიდების დარბაზის წევრია.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ელგუჯა ბერიშვილის წიგნი „რომან რურუა“.

   

პირველი ადგილი(1-ლი ქვესაშუალო წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1970, ტალინი, ესტონეთი; ომსკი, რუსეთი
პირველი ადგილი(63კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1967, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(ქვემსუბუქი წონა)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1965, რიგა, ლატვია; კაუნასი, ლიეტუვა
პირველი ადგილი(63კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1964, ტალინი, ესტონეთი; ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
პირველი ადგილი(63კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1963, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(-68 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1970, ედმონტონი, კანადა
პირველი ადგილი(-62 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1969, მარ-დელ-პლატა, არგენტინა
პირველი ადგილი(-63 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1967, ბუქარესტი, რუმინეთი
პირველი ადგილი(-63 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1966, ტოლედო, აშშ
პირველი ადგილი(-63 კგ)
ზაფხულის XIX ოლიმპიური თამაშები 1968, მეხიკო, მექსიკა
მეორე ადგილი(-63 კგ)
ზაფხულის XVIII ოლიმპიური თამაშები 1964, ტოკიო, იაპონია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო