ქართული
სპორტი
სპორტსმენები

გიორგი ასანიძე

დაბადების თარიღი 30/08/1975   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ძალოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი საჩხერე
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1975 წლის 30 აგვისტოს საჩხერეში
ძალოსნობა; 77კგ, 85კგ

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 2004 (85კგ; ათენი)
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 2000 (85კგ; სიდნეი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2001 (85კგ; ანტალია, თურქეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 2002 (85კგ; ვარშავა, პოლონეთი)
ევროპის ჩემპიონი - 2000 (85კგ; სოფია, ბულგარეთი), 2001 (85კგ; ტრენჩინი, სლოვაკეთი), 2002 (85კგ; ანტალია, თურქეთი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1998 (77კგ; რიესა, გერმანია)
მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1994, 1995

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 1998, 2000, 2001
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2000
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 2016, 2017, 2018, 2019, 2022
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016
საქართველოს საუკეთესო მწვრთნელი (განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო) - 2018

სპორტის რაინდი - 2004 (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო)

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2001
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 2000
ღირსების ორდენი - 1998
დიდგორის ორდენი - 2003
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018

გიორგი ასანიძის შედეგები 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე:
აკვრა: 175-180-180კგ (I ადგილი); ატაცი: 210-210კგ (IV)
ორჭიდი: 390კგ (ბრინჯაოს მედალი)

გიორგი ასანიძის შედეგები 2004 წელს, ათენის ოლიმპიადაზე:
აკვრა: 172.5-177.5-177.5კგ (II); ატაცი: 202.5-205-205კგ (IV)
ორჭიდი: 382.5კგ (ჩემპიონი)

*-1998 წელს, ფინეთის ქალაქ ლაჰტში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე 168კგ აიტაცა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. ის ჩემპიონატი საბოლოოდ VI ადგილზე დაასრულა.
*-2000 წელს, ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე 180კგ აიტაცა და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა. აკვრაში მეორე ადგილზე გავიდა, თუმცა ორჭიდის ჯამში ევროპის ჩემპიონატი მოიგო.
*-2000 წელს, სიდნეიში, ოლიმპიადის ჩემპიონმა პიროს დიმასმა (საბერძნეთი), ვიცე-ჩემპიონმა მარკ ჰუსტერმა (გერმანია) და გიორგი ასანიძემ ორჭიდში ერთი წონა - 390კგ დაძლიეს. ჩემპიონ-პრიზიორები მხოლოდ პირადი წონით გამოვლინდნენ: დიმასი 84.06კგ-ს იწონიდა, ჰუსტერი - 84.22კგ-ს, ხოლო ასანიძე მათ შორის ყველაზე მძიმე აღმოჩნდა - 84.70კგ.
*-2001 წლის 4-11 ნოემბერს ძალოსანთა მსოფლიო პირველობას ანტალიამ უმასპინძლა. გიორგი ასანიძემ 8 ნოემბერს იასპარეზა. ქართველმა ძალოსანმა ატაცში 180, ხოლო აკვრაში 210 კილოგრამი დაძლია და ორივე მოძრაობაში მცირე ოქროს მედალი მოიგო, ხოლო ორჭიდის ჯამში 390 კილოგრამი მოაგროვა და მეორე ადგილზე გასულ ბელარუს ალექსანდრ ანიშჩენკას ხუთი კილოგრამით აჯობა. ბრინჯაოს მედალი ბულგარელმა მილენ დობრევმა მოიგო (382.5კგ).
*-2004 წელს ათენის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.
*-2004-2008 წლებში საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“.
*-2008-2012 წლებში საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსთვის“. იმავე პერიოდში პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გახლდათ.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „გიორგი ასანიძე“.
*-2013 წლის მაისიდან საქართველოს ძალოსანთა ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელია.

   

პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ანტალია, თურქეთი
პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, ტრენჩინი, სლოვაკეთი
პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 2000, სოფია, ბულგარეთი
მეორე ადგილი(77 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1998, რიესა, გერმანია
მეორე ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002. ვარშავა, პოლონეთი
პირველი ადგილი(85 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2001, ანტალია, თურქეთი
მესამე ადგილი(85 კგ)
ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, სიდნეი, ავსტრალია
პირველი ადგილი(85 კგ)
ზაფხულის XXVIII ოლიმპიური თამაშები 2004, ათენი, საბერძნეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო