ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ვლადიმერ აფციაური

დაბადების თარიღი 04/02/1962   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფარიკაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი ქვემო ქართლი
ქალაქი თეთრი წყარო
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1962 წლის 4 თებერვალს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის დაბა მანგლისში. გარდაიცვალა 2012 წლის 14 მაისს თბილისში
ფარიკაობა, რაპირა

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1988 (გუნდი; სეული)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1982 (გუნდი; რომი, იტალია)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1985 (გუნდი; ბარსელონა, ესპანეთი), 1990 (გუნდი; ლიონი, საფრანგეთი)
ევროპის თასი - 1985 (გუნდი)
საერთაშორისო თამაშების „მეგობრობა 1984“-ის ჩემპიონი - 1984 (ბუდაპეშტი, უნგრეთი), 1984 (გუნდი; ბუდაპეშტი, უნგრეთი)
სსრკ ჩემპიონი - 1984 (ტალინი)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1984
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016 (გარდაცვალების შემდეგ)

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003

*-1988 წლის სეულის ოლიმპიადის გუნდური პირველობის სტატისტიკა
ვლადიმერ აფციაურის შედეგები
I წრე: სსრკ 9:3 პოლონეთი (ბოგუსლავ ზიჩი - 5:4; მარიან სიპნიევსკი - 2:5; პიოტრ ანჯეი კელპიკოვსკი - 5:3)
I წრე: სსრკ 9:1 კანადა (ლუკ როშელო - 5:3; ბენუა გიასონი - 5:1; დანეკ ნოვოსელსკი - 5:3)
I წრე: სსრკ 9:0 ჰონგ კონგი (ლი ჩუნ მანი - 5:0; ჩოი კამ შინი - 5:0)
1/4: სსრკ 9:5 ჩინეთი (იუნონ ლი - 5:2; ჟან ჟიჩენი - 5:2)
1/2: სსრკ 8:8 უნგრეთი (შოლტ ერშეკი - 2:5; პალ შეკერეში - 5:0; რობერტ გიტაი - 5:0; იშტვან შელეი - 5:1)
ფინალი: სსრკ 9:5 გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა (მატიას გეი - 5:1; ტორსტენ ვაიდნერი - 5:4; ულრიხ შრეკი - 5:2)

*-1982 წლის მსოფლიო ჩემპიონატს რომმა 15-24 ივლისს უმასპინძლა. ვლადიმერ აფციაური ოქროს მედალს ალექსანდრ რომანკოვთან, იური ლიკოვთან და ვლადიმირ ლოგვინთან ერთად დაეუფლა. ფინალში საბჭოთა რაპირისტებმა ფრანგებს სძლიეს. ტურნირი საბჭოთა ნაკრების მეხუთე წევრის, ვლადიმირ სმირნოვის ტრაგედიითაა ცნობილი. 20 ივლისს, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის სპორტსმენებთან შეხვედრის დროს, მატიას ბერს რაპირა გაუტყდა, რომლის ნაწილმაც სმირნოვის ნიღაბი გახვრიტა და სპორტსმენს თვალის გავლით ტვინში შეერჭო. 28 წლის მოფარიკავე ერთი კვირის შემდეგ, რომის საავადმყოფოში გარდაიცვალა.
*-1984 წლის ოლიმპიური თამაშების ბოიკოტის გამო საბჭოთა კავშირმა და სოციალისტური ბლოკის ქვეყნებმა საერთაშორისო თამაშები „მეგობრობა 1984“ ჩაატარეს. მოფარიკავეთა ტურნირს 15-21 ივლისს ბუდაპეშტმა უმასპინძლა. ვლადიმერ აფციაურმა უნგრეთის დედაქალაქში ორი ოქროს მედალი მოიგო, პირადი და გუნდური პირველობის.
*-1998-2006 წლებში წვრთნიდა ქუვეითის ნაკრებს. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა ხუთჯერ მოიგო არაბეთის ქვეყნების თამაშები.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა გიორგი ფრანგიშვილის წიგნი „ვლადიმერ აფციაური“.

   

პირველი ადგილი()
ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1984, ტალინი, ესტონეთი
პირველი ადგილი()
ფარიკაობა - სსრკ ჩემპიონატი 1984, ტალინი, ესტონეთი
მესამე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1990, ლიონი, საფრანგეთი
მესამე ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1985, ბარსელონა, ესპანეთი
პირველი ადგილი()
ფარიკაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, რომი, იტალია
პირველი ადგილი()
ზაფხულის XXIV ოლიმპიური თამაშები 1988, სეული, კორეა

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო