ქართული
სპორტი
სპორტსმენები

შოთა ჩოჩიშვილი

დაბადების თარიღი 10/07/1950   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ძიუდო
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი შიდა ქართლი
ქალაქი ქარელი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1950 წლის 10 ივლისს ქარელის რაიონი სოფელ ღვლევში. გარდაიცვალა 2009 წლის 27 აგვისტოს თბილისში
ძიუდო (93, +93, +95კგ, აბსოლუტური)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1972 (93კგ; მიუნხენი)
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1976 (აბსოლუტური; მონრეალი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1975 (აბსოლუტური; ვენა, ავსტრია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1973 (აბსოლუტური; მადრიდი, ესპანეთი), 1974 (აბსოლუტური; ლონდონი, ინგლისი), 1975 (აბსოლუტური; ლიონი, საფრანგეთი), 1976 (გუნდური; კიევი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1977 (აბსოლუტური; ლუდვიგსჰაფენი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა)
სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ვიცე-ჩემპიონი - 1974 (აბსოლუტური; ბრიუსელი, ბელგია)
სსრკ ხალხთა V სპარტაკიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1975 (აბსოლუტური)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1974 (+93კგ; რიგა), 1977 (+95კგ; ბაქო)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1974 (აბსოლუტური; რიგა)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1973 (93კგ; თბილისი), 1975 (აბსოლუტური; თბილისი), 1976 (აბსოლუტური; თბილისი), 1976 (93კგ; კერკრადე, ნიდერლანდები)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1975 (93კგ; თბილისი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 1973 (93კგ და აბსოლუტური; ფრანკფურტი, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა), 1973 (93კგ; ვარშავა, პოლონეთი)

საქართველოს აბსოლუტური ფალავანი ქართულ ჭიდაობაში - 1972, 1977

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1972

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
ღირსების ორდენი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2003
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ)

*-შოთა ჩოჩიშვილის შედეგები 1972 წელს, მიუნხენის ოლიმპიადაზე:
1/16: დუ იონგ ჩა (კსდრ) - მოგება (მეტოქის უარი)
1/8: ფუმიო სასაჰარა (იაპონია) - მოგება
1/4: დევიდ სტარბრუკი (დიდი ბრიტანეთი) - წაგება
რეპეშაჟის: პიერ ალბერტინი (საფრანგეთი) - მოგება
რეპეშაჟის ფინალი: ჯეიმს ვული (აშშ - მოგება
1/2: პაულ ბართი (გფრ) - მოგება
ფინალი: დევიდ სტარბრუკი (დიდი ბრიტანეთი) - მოგება

*-შოთა ჩოჩიშვილის შედეგები 1976 წელს, მონრეალის ოლიმპიადაზე:
1/16: ხოსე ლუის დე ფრუტოსი (ესპანეთი) - მოგება
1/8: რადომირ კოვაჩევიჩი (იუგოსლავია) - მოგება
1/4: ვლადიმირ ნოვაკი (ჩეხოსლოვაკია) - მოგება
1/2: ჰარუკი უემურა (იაპონია) - მარცხი
III ადგილისთვის: ჟან-ლუკ რუჟი (საფრანგეთი) - მოგება

*-შოთა ჩოჩიშვილი პირველი ოლიმპიური ჩემპიონია ძიუდოში საბჭოთა კავშირიდან. 1972 წელს, სსრკ ჩემპიონატში, შოთამ V ადგილი დაიკავა და საოლიმპიადო ნაკრებში მხოლოდ სტანისლავ ივანოვის (სსრკ სამბისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი) დაჟინებული მოთხოვნით მოხვდა, რომელიც თვლიდა, რომ 93კგ წონით კატეგორიაში, შიდა ჩემპიონატზე ნაჩვენები V ადგილის მიუხედავად, საუკეთესო სწორედ ქართველი ფალავანი იყო.
*-1989 წელს მონაწილეობდა შერეული ორთაბრძოლების იაპონიის ლიგაში, სადაც სუპერპოპულარულ იაპონელ ფალავანს ანტონიო ინოკისაც სძლია.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა ნუგზარ შატაიძის წიგნი „შოთა ჩოჩიშვილი“.
*-2015 წელს შოთა ჩოჩიშვილი ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციის - IJF - დიდების დარბაზის წევრი გახდა (გარდაცვალების შემდეგ). სპეციალური დიპლომი მის ვაჟს, რამაზ ჩოჩიშვილს გადაეცა.

   

მეორე ადგილი(+95კგ)
ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1977, ბაქო, აზერბაიჯანი
მესამე ადგილი(აბსოლუტური)
ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1974, რიგა, ლატვია
მეორე ადგილი(+93კგ)
ძიუდო - სსრკ ჩემპიონატი 1974, რიგა, ლატვია
მეორე ადგილი(+93 კგ)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1976, კიევი, სსრკ
მესამე ადგილი(აბსოლუტური)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1977, რეინის ლიუდვიგსხაფენი, გფრ
მეორე ადგილი(აბსოლუტური)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1975, ლიონი, საფრანგეთი
მეორე ადგილი(აბსოლუტური)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1974, ლონდონი, დიდი ბრიტანეთი
მეორე ადგილი(აბსოლუტური)
ძიუდო - ევროპის ჩემპიონატი 1973, მადრიდი ესპანეთი
მესამე ადგილი(აბსოლუტური)
ძიუდო - მსოფლიო ჩემპიონატი 1975, ვენა, ავსტრია
მესამე ადგილი(აბსოლუტური)
ზაფხულის XXI ოლიმპიური თამაშები 1976, მონრეალი, კანადა
პირველი ადგილი(93 კგ)
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო