ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ნიკოლოზ დერიუგინი

დაბადების თარიღი 30/04/1959   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა კალათბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა 206 სმ
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1959 წლის 30 აპრილს ქუთაისში
თბილისის დინამოს (1976-1985), თბილისის თბილისის (1991-1992), ბუდაპეშტის მაფის (უნგრეთი; 1992-1993), თბილისის ვითას (1993-1994), თბილისის სდასუს (1994-95), პეზინოკის სლოვაკოფარმას (სლოვაკეთი; 1995-1996), საბჭოთა კავშირის ჭაბუკთა ნაკრების (1976-1978), საბჭოთა კავშირის ნაკრების (1978-1985) და საქართველოს ნაკრების (1995-1996) კალათბურთელი (ცენტრი)

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი
- 1980 (მოსკოვი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1982 (კოლუმბია)
ევროპის ჩემპიონი - 1981 (ჩეხოსლოვაკია)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1983 (საფრანგეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ვიცე-ჩემპიონი - 1981 (ბუქარესტი, რუმინეთი)
ევროპის ჩემპიონი (ჭაბუკები) - 1978 (ტერამო, იტალია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი (ჭაბუკები) - 1976 (სანტიაგო დე კომპოსტელა, ესპანეთი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1977
საქართველოს ჩემპიონი - 1994
საქართველოს ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1993
საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშე - 1994

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1982
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2012

სხვა ჯილდოები:
ღირსების ორდენი

*-1977 წლის 17 იანვარს, მოსკოვში, ქვეყნის ჩემპიონ ცსკა-სთან მატჩში 17 წლისამ 59 ქულა მოიპოვა. ერთ-ერთ ინტერვიუში ნიკოლოზ დერიუგინმა განაცხადა, რომ ეს მისი კარიერის საუკეთესო თამაში იყო.
*-1978 წლის 30 აგვისტოს, 18-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში, იტალიის ქალაქ ტერამოში საბჭოთა კავშირის ნაკრებიდან ყველაზე მეტი, 24 ქულა ჩაუგდო ესპანეთს. დერიუგინი იმ ევროჩემპიონატზე სსრკ ნაკრების ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი იყო 7 მატჩში ჩაგდებული 99 ქულით და ლიდერი საშუალო შედეგიანობით - 14.1 ქულა თამაშში.
*-1985 წელს, მუხლის უმძიმესი ტრავმის გამო, კარიერა 26 წლის ასაკში შეწყვიტა.
*-1993-1994 წლების სეზონის ბოლოს, გაზეთ სარბიელის გამოკითხვის საფუძველზე, სპორტულმა ჟურნალისტებმა საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.
*-2002 წელს თბილისის სპორტის სასახლეში, რვა ათასამდე მაყურებლის თვალწინ, ნიკოლოზ დერიუგინი თბილისის დინამოს და საბჭოთა კავშირის ნაკრების ვეტერანთა ამხანაგური მატჩით გააცილეს კალათბურთიდან. თამაში 62:62 დასრულდა.
*-2019 წლის 30 აპრილს, სპორტსმენის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში ამხანაგური შეხვედრა გაიმართა საქართველოს და საკალათბურთო კლუბ მოსკვას (რუსეთი) ვეტერანთა ნაკრებ გუნდს შორის. მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა - 80:67.

   

მესამე ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1983, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1981, ჩეხოსლოვაკია
პირველი ადგილი()
კალათბურთი - მსოფლიო ჩემპიონატი 1982, კოლუმბია
მესამე ადგილი()
ზაფხულის XXII ოლიმპიური თამაშები 1980, მოსკოვი, სსრკ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო