ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ოთარ ქორქია

დაბადების თარიღი 10/05/1923   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა კალათბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა 190 სმ
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ცენტრი
1947-1958 - თბილისის „დინამო“
1947-1955 - სსრკ ნაკრები

ტიტულები:
ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1952 (ჰელსინკი)
ევროპის ჩემპიონი: 1947 (ჩეხოსლოვაკია), 1951 (საფრანგეთი), 1953 (სსრკ)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1955 (უნგრეთი)
მსოფლიო უნივერსიადის ჩემპიონი: 1949, 1951
სსრკ ჩემპიონი: 1950, 1953, 1954
სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1947
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1948, 1952
სსრკ თასი: 1949, 1950

სამწვრთნელო ტიტული:
ევროპის ქვეყნების ჩემპიონთა თასის მფლობელი - 1962

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1950
სსრკ სპორტის დამსახურებული მწვრთნელი: 1967

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 2002
ღირსების ორდენი
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2002
ვ.ი.ლენინის სახელობის ორდენი (სსრკ) - 1957

*-ოთარ ქორქიას შედეგები 1952 წელს, ჰელსინკის ოლიმპიადაზე:
I ეტაპი, B ჯგუფი (25.07): ბულგარეთი 74:46 (6 ქულა)
I ეტაპი, B ჯგუფი (26.07): ფინეთი 47:35 (25)
I ეტაპი, B ჯგუფი (27.07): მექსიკა 71:62 (25)
II ეტაპი, A ჯგუფი (28.07): აშშ 58:86 (8 ქულა)
II ეტაპი, A ჯგუფი (29.07): ბრაზილია 54:49 (7 ქულა)
II ეტაპი, A ჯგუფი (30.07): ჩილე 78:60 (38 ქულა)
1/2-ფინალი (31.07): ურუგვაი 61:57 (21 ქულა)
ფინალი (02.08): აშშ 25:36 (8 ქულა)

*-საქართველოს კალათბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, ქვეყნის სუპერთასი ოთარ ქორქიას სახელობისაა
*-1939 წელს საბჭოთა კავშირის მოსწავლეთა ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა... ბადროს ტყორცნაში! როსტოვში გამართული მოსწავლეთა პირველობა საკავშირო რეკორდით მოიგო (55 მეტრი)
*-1947 წელს პრაღაში (ჩეხოსლოვაკია) გამართული ევროპის ჩემპიონატის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საშუალოდ დაგროვილი ქულებით: მატჩში 14,8 ქულა
*-1951 წელს, როცა საბჭოთა კავშირის ნაკრებმა ზედიზედ მეორედ მოიგო ევროპის ჩემპიონატი, მასპინძლებმა, ფრანგმა ჟურნალისტებმა გამორჩეული და სამართლიანი თამაშის გამო „ულვაშიანი ჯენტლმენი“ შეარქვეს
*-1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე საერთო ჯამში დაგროვილი ქულებით - 138 და საშუალო მაჩვენებლით: მატჩში 17,3 ქულა
*-1953-1955 წლებში იყო საბჭოთა კავშირის ნაკრების კაპიტანი, პირველი ქართველი, რომელმაც ეს პატივი დაიმსახურა
*-1958-1962 წლებში იყო საბჭოთა კავშირის 20-წლამდელთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი
*-1962-1967 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი
*-1968-1970 წლებში იყო კამბოჯის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
*-1976 წელს საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა „სავეცკი სპორტმა“ საკავშირო კალათბურთის 50 წლის იუბილესთან დაკავშირებით მოაწყო გამოკითხვა 1925-1975 წლებში ქვეყნის უძლიერესი მოთამაშის გამოსავლენად. სპეციალისტებმა პირველ ნომრად ოთარ ქორქია დაასახელეს
*-1991 წელს კალათბურთის საერთაშორისო ფედერაციამ - FIBA - სპეციალისტების გამოკითხვის შემდეგ მსოფლიოს 50 საუკეთესო მოთამაშე დაასახელა (NBA-ის ვარსკვლავების გარდა, რადგან ისინი 1992 წლამდე FIBA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებში არ მონაწილეობდნენ). თითოეული ექსპერტი 25 მოთამაშეს ასახელებდა. ყველა დროის 50 კალათბურთელს შორის საბჭოთა კავშირიდან 10 მოთამაშე მოხვდა და მათ შორის ოთარ ქორქიაც

   

მესამე ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1955, ბუდაპეშტი, უნგრეთი
პირველი ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1953, მოსკოვი, სსრკ
პირველი ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1951, პარიზი, საფრანგეთი
პირველი ადგილი()
კალათბურთი - ევროპის ჩემპიონატი 1947, პრაღა, ჩეხოსლოვაკია
მეორე ადგილი()
ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო