ქართული
სპორტი
სპორტსმენები

მუხრან ვახტანგაძე

დაბადების თარიღი 22/01/1973   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ბერძნულ-რომაული ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი აჭარა
ქალაქი ბათუმი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1973 წლის 22 იანვარს ბათუმში
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა; 82კგ, 84კგ, 85კგ

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 2000 (85კგ; სიდნეი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2001 (85კგ; პატრასი, საბერძნეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 2003 (85კგ; ბელგრადი, სერბეთი და მონტენეგრო)
მსოფლიო თასი - 2003 (84კგ; ალმა-ატა, ყაზახეთი)
მსოფლიო უნივერსიტეტების ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1998 (85კგ; ანკარა, თურქეთი)
საერთაშორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1995 (82კგ; ვაანტას თასი)

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2013

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 2001, 2003
ღირსების ორდენი - 2000

*-მუხრან ვახტანგაძის შედეგები 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე:
IV ჯგუფი: ტოომას პროოველი (ესტონეთი) - 6:4
IV ჯგუფი: რაატბეკ სანატბაიევი (ყირგიზეთი) - 3:1
1/4: ვალერი ცილენტი (ბელარუსი) - 6:5
1/2: ჰამზა იერლიქაია (თურქეთი) - 0:3
III ადგილისთვის: ფრიც აანესი (ნორვეგია) - 4:0

*-2001 წლის 7-9 დეკემბერს მსოფლიო ჩემპიონატს პატრასის (საბერძნეთი) დიმიტრის ტოფალოსის სახელობის სპორტის სასახლემ უმასპინძლა. მუხრანმა ასპარეზობა მესამე ჯგუფში დაიწყო, სადაც სლოვაკ ატილა ბატკის (3:1) და ბულგარელ დიმიტარ სტოიანოვს (5:0) სძლია. მეოთხედფინალში ქართველმა ფალავანმა შვედი მარტინ ლინდბერგი დაამარცხა (3:2), ნახევარფინალში უკრაინელ ოლექსანდრ დარაგანს აჯობა (3:0), ხოლო ფინალში ამერიკელ მეტ ლინდლენდს მოუგო (2:1). მუხრან ვახტანგაძე ბერძნულ-რომაული სტილის პირველი ქართველი მოჭიდავეა, რომელმაც მსოფლიო ჩემპიონატი საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მოიგო.
*-2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე, XVIII ადგილი.
*-2006-2015 წლებში ბათუმის სასპორტო სკოლის დირექტორი.
*-2015-2016 წლებში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი.
*-2016-2020 წლებში საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“.

   

მესამე ადგილი(-85 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2003, ბელგრადი, სერბია და ჩერნოგორია
პირველი ადგილი(-85 კგ)
ბერძნულ-რომაული ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2001, პატრა, საბერძნეთი
მესამე ადგილი(-85 kg)
ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, სიდნეი, ავსტრალია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო