ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ომარ ფხაკაძე

დაბადების თარიღი 12/08/1944   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ველოსპორტი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი ქუთაისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1944 წლის 12 აგვისტოს ქუთაისში. გარდაიცვალა 1993 წლის 21 მაისს თბილისში
ველოსპორტი, ტრეკი

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1972 (მიუნხენი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1965 (სან სებასტიანი, ესპანეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1969 (ბრნო, ჩეხოსლოვაკია)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1966 (ფრანკფურტი, გფრ)
სსრკ ხალხთა III სპარტაკიადის ჩემპიონი - 1963
სსრკ ჩემპიონი - 1963 (სპრინტი), 1964 (სპრინტი), 1966 (სპრინტი), 1967 (სპრინტი), 1968 (სპრინტი), 1969 (სპრინტი), 1970 (სპრინტი), 1971 (სპრინტი), 1972 (სპრინტი), 1973 (სპრინტი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1965 (ჰიტი, 1000მ ადგილიდან), 1967 (ჰიტი, 1000მ ადგილიდან)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1968 (ჰიტი, 1000მ სვლით)
სსრკ თასი - 1963, 1964, 1965, 1969
საერთასორისო ტურნირების ჩემპიონი - 1965 (გერმანიის დემოკრატიული რესპუბლიკა), 1966 (ამსტერდამი, ნიდერლანდები), 1966 (გდრ), 1967 (ტულა, სსრკ), 1967 (კოპენჰაგენი, დანია), 1967 (გდრ), 1968 (ტულა, სსრკ), 1969 (ტულა, სსრკ), 1971 (კოპენჰაგენი, დანია), 1971 (ტულა, სსრკ), 1973 (ტულა, სსრკ)
საერთასორისო ტურნირების ვიცე-ჩემპიონი - 1966 (კოპენჰაგენი, დანია)
სპრინტში საერთაშორისო მატჩების გამარჯვებული - 1965 (სსრკ-დანია), 1966 (სსრკ-საფრანგეთი), 1967 (სსრკ-უნგრეთი-გდრ-ჩეხოსლოვაკია-ნიდერლანდები), 1969 (სსრკ-გდრ), 1970 (სსრკ-გფრ-გდრ-იტალია-პოლონეთი)

საბჭოთა კავშირის საუკეთესო სპორტსმენი (გაზეთი სავეცკი სპორტი) - 1965
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა კავშირი) - 1965

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1965
სსრკ დამსახურებული მწვრთნელი

*-1964 წელს, ტოკიოს ოლიმპიადას გამოდევნებაში 1/4-ფინალში გამოეთიშა.
*-1967 წელს, მეხიკოში ორჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი 200 მეტრზე ჰიტში სვლით - 10.69 წამი და 10.61 წამი.
*-1968 წელს მეხიკოს ოლიმპიადა სპრინტში IV ადგილზე დაასრულა.
*-1972 წელს მიუნხენის ოლიმპიადაზე სპრინტში მოგებული ბრინჯაოს მედლით გახდა პირველი საბჭოთა ველომრბოლი, რომელმაც ამ დისციპლინაში ოლიმპიური მედალი მოიპოვა.
*-1974-1984 წლებში საბჭოთა კავშირის ნაკრების ერთ-ერთი მწვრთნელი სატრეკო ველოსპორტში.
*-1986-1993 წლებში საქართველოს ველოსპორტის ფედერაციის პრეზიდენტი.
*-1987 წელს ერთ-ერთი მთავარი როლი შეასრულა (ხარება) გიორგი შენგელაიას მხატვრულ ფილმში „ხარება და გოგია“. მეორე მთავარი როლი (გოგია) კიდევ ერთმა სახელოვანმა ქართველმა სპორტსმენმა, თავისუფალ ჭიდაობაში ოლიმპიური თამაშების ორგზის და მსოფლიო ჩემპიონატების ოთხგზის გამარჯვებულმა ლევან თედიაშვილმა შეასრულა.
*-ომარ ფხაკაძე პირველი საბჭოთა ველომრბოლია, რომელმაც სპრინტში მსოფლიოს ჩემპიონის ტიტული მოიპოვა. იმავე წლის დეკემბერში საბჭოთა კავშირის ყველაზე პოპულარულმა სპორტულმა გაზეთმა სავეცკი სპორტმა, ხუთასზე მეტი ჟურნალისტის გამოკითხვის შემდეგ, ფხაკაძე 1965 წლის ნომერ პირველ სპორტსმენად აღიარა. ის ერთადერთი ქართველია, რომელიც საბჭოთა კავშირში წლის სპორტსმენად აღიარეს.
*-თბილისის ველოტრეკი უნივერსიტეტის ქუჩაზე, რომელიც დღეს უკვე აღარ არსებობს, ომარ ფხაკაძის სახელობისა იყო.

   

პირველი ადგილი()
ველოსპორტი - ტრეკზე რბოლაში მსოფლიო ჩემპიონატი 1965, სან-სებასტიანი, ესპანეთი
მესამე ადგილი()
ზაფხულის XX ოლიმპიური თამაშები 1972, მიუნხენი, გფრ
მესამე ადგილი()
ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1966, მაინის ფრანფკფურტი, გფრ
მეორე ადგილი()
ველოსპორტი - ტრეკზე რბოლებში მსოფლიო ჩემპიონატი 1969, ბრნო, ჩეხოსლოვაკია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო