ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ნინო დუმბაძე

დაბადების თარიღი 23/05/1919   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა მძლეოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სხვა
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მდედრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1919 წლის 23 მაისს უკრაინის ქალაქ ოდესაში. გარდაიცვალა 1983 წლის 14 აპრილს თბილისში
მძლეოსნობა (ბადროს ტყორცნა)

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1952 (ჰელსინკი; 46.29მ)
ევროპის ჩემპიონი - 1946 (ოსლო, ნორვეგია; 44.52მ), 1950 (ბრიუსელი, ბელგია; 48.03მ)
სსრკ ჩემპიონი - 1939 (ხარკოვი; 46.83მ), 1943 (გორკი; 48.77მ), 1944 (მოსკოვი; 49.88) 1946 (დნეპროპეტროვსკი; 46.63მ), 1947 (ხარკოვი; 44.48მ), 1948 (ხარკოვი; 50.19მ), 1949 (მოსკოვი; 52.27მ), 1950 (კიევი; 51.02მ)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1952 (ლენინგრადი; 51.36მ), 1954 (კიევი; 48.19მ), 1955 (თბილისი; 53.52მ)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1951 (მინსკი; 44.82მ), 1953 (მოსკოვი; 46.70მ)
სტუდენტთა მსოფლიო თამაშების ჩემპიონი - 1951 (51.24მ)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1943

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 1999 (გარდაცვალების შემდეგ)

*-1939 (49.11მ - მოსკოვი და 49.54მ - თბილისი), 1944 (49.88მ - მოსკოვი) და 1946 (50.50მ - სარპსბორგი, ნორვეგია) წლებში ოთხჯერ არჩვენა მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაცია მხოლოდ იმიტომ არ აღიარებს ნინო დუმბაძის მიღწევებს, რომ იმ წლებში საბჭოთა კავშირის მძლეოსნობის ფედერაცია მისი წევრი არ იყო.
*-1939 წელს გახდა პირველი საბჭოთა ქალი, რომელმაც ოლიმპიურ სახეობაში მსოფლიო რეკორდზე უკეთესი შედეგი აჩვენა. საუკეთესო მიღწევა - 48.31მ - ჟიზელ მაუერმაიერს ეკუთვნოდა, ნინო დუმბაძემ კი ერთ-ერთ ცდაზე 49.11 მეტრი დააფიქსირა.
*-1946 წლის 29 აგვისტოს, ნორვეგიის ქალაქ სარპსბორგში ბადრო 50 მეტრზე შორს გაისროლა - 50.50 მეტრზე და გახდა პირველი ქალი, რომელმაც ეს მოახერხა. მძლეოსნობის საერთაშორისო ფედერაციამ ნინო დუმბაძის რეკორდი ზემოხსენებული მიზეზით არ აღიარა, თუმცა ოფიციალურად ადასტურებს, რომ პირველი ქალი, ვინც 50 მეტრს გადასცდა, სწორედ დუმბაძეა.
*-1948 წელს საკავშირო ჩემპიონატი მოსკოვში 50.19 მეტრით მოიგო. იმ წელს გამართულ ლონდონის ოლიმპიადაზე ამავე დისციპლინაში ფრანგმა მძლეოსანმა მიშლენ ოსტერმაიერმა 41.92 მეტრით მოიგო ოქროს მედალი. საბჭოთა კავშირი ოლიმპიურ თამაშებზე პირველად 1952 წელს გამოჩნდა.
*-სამჯერ დაამყარა მსოფლიო რეკორდი: 1948 (53.25მ), 1951 (53.37მ), 1952 (57.04მ)
*-მისი პირადი საუკეთესო შედეგი - 57.04მ - 1960 წლამდე მსოფლიო რეკორდი იყო. ეს შედეგი მან 1952 წლის 18 ოქტომბერს თბილისში დააფიქსირა.
*-13 სეზონის განმავლობაში მისი შედეგები საუკეთესო იყო მსოფლიოში: 1937, 1939, 1943-52 და 1954 წლებში.
*-მისმა ვაჟმა, იური დიაჩკოვმა 1965 და 1966 წლებში საკავშირო ჩემპიონატი მოიგო ხუთჭიდში.
*-დაჯილდოებულია საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ბრინჯაოს პრიზით (გარდაცვალების შემდეგ).

   

მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1955, თბილისი, საქართველო
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1954, კიევი, უკრაინა
მესამე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1953, მოსკოვი, რუსეთი
მეორე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1952, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
მესამე ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1951, მინსკი, ბელარუსი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1950, კიევი, უკრაინა
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1949, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1948, ხარკოვი, უკრაინა
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1947, ხარკოვი, უკრაინა
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1946, დნეპრი, უკრაინა
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1944, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1943, გორკი (ნიჟნი ნოვგოროდი), რუსეთი
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - სსრკ ჩემპიონატი 1939, ხარკოვი, უკრაინა
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1950, ბრიუსელი, ბელგია
პირველი ადგილი()
მძლეოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1946, ოსლო, ნორვეგია
მესამე ადგილი()
ზაფხულის XV ოლიმპიური თამაშები 1952, ჰელსინკი, ფინეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო