ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ელდარ (ლუკა) კურტანიძე

დაბადების თარიღი 16/04/1972   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი აფხაზეთი
ქალაქი გულრიფში
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1972 წლის 16 აპრილს გულრიფშის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ფშაფში
თავისუფალი ჭიდაობა; 82კგ, 90კგ, 96კგ, 97კგ, 120კგ

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1996 (96კგ; ატლანტა), 2000 (96კგ; სიდნეი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 2002 (96კგ; თეირანი, ირანი), 2003 (96კგ; ნიუ იორკი, აშშ)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1993 (90კგ; ტორონტო, კანადა), 2005 (96კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი)
მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1997 (97კგ; კრასნოიარსკი, რუსეთი)
ევროპის ჩემპიონი - 1996 (90კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 1997 (97კგ; ვარშავა, პოლონეთი), 1998 (97კგ; ბრატისლავა, სლოვაკეთი), 2001 (97კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 2005 (96კგ; ვარნა, ბულგარეთი)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1993 (90კგ; სტამბოლი, თურქეთი), 1995 (90კგ; ფრიბური, შვეიცარია), 2002 (96კგ; ბაქო, აზერბაიჯანი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1999 (97კგ; მინსკი, ბელარუსი), 2006 (120კგ; მოსკოვი, რუსეთი)
საერთაშორისო ტურნირები - 1993 (90კგ; იაშარ დოღუს მემორიალი; სტამბოლი, თურქეთი), 1996 (90კგ; გერმანიის გრან პრი; ლაიფციგი)
საერთაშორისო ტურნირების ბრინჯაოს პრიზიორი - 2006 (120კგ; ჰეიდარ ალიევის სახელობის ოქროს გრან პრი; ბაქო, აზერბაიჯანი)
ევროპის ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1992 (82კგ; შეკესფეჰერვარი, უნგრეთი)
პლაჟის მსოფლიო I თამაშების ვიცე-ჩემპიონი - 2009 (+100კგ; ობზორი, ბულგარეთი)
მსოფლიოს ჩემპიონი (ვეტერანები) - 2017 (100კგ; პლოვდივი, ბულგარეთი; B ლიგა - 41-45 წლიანთა შორის), 2018 (130კგ; სკოპიე, ჩრდილოეთი მაკედონია; C ლიგა - 46-50 წლიანთა შორის), 2019 (130კგ; თბილისი; C - 46-50), 2021 (100კგ; ლუტრაკი, საბერძნეთი; C - 46-50)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 1996, 2002, 2003
საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი) - 2001, 2002, 2003

სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2003 (ამ წოდების პირველი ლაურეატი)

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი - 2002
ღირსების ორდენი - 1997, 2000

ლუკა (ელდარ) კურტანიძის შედეგები 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე:
I წრე: კალოიან ბაევი (ბულგარეთი) - 11:0
II წრე: იკ ი კიმი (კორეა) - 2:3
III წრე: ბაიანმონხიინ განტოგტოხი (მონღოლეთი) - 6:1
IV წრე: რიჩარდას პაულიუკონისი (ლიეტუვა) - 5:1
V წრე: მელვინ დუგლასი (აშშ) - 1:0
VI წრე: ჯამბოლათ თედეევი (უკრაინა) - 10:4
III ადგილისთვის: იოზეფ ლოჰინა (სლოვაკეთი) - 5:0

ლუკა (ელდარ) კურტანიძის შედეგები 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე:
ჯგუფი: რიჩარდას პაულიუკონისი (ლიეტუვა) - 4:1
ჯგუფი: არავატ საბეიევი (გერმანია) - 3:1
1/4: ალირეზა ჰეიდარი (ირანი) - 1:0
1/2: საგიტ მურთაზალიევი (რუსეთი) - 1:3
III ადგილისთვის: მარეკ გარმულევიჩი (პოლონეთი) - 4:1

*-1997 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე დასახელდა დამოუკიდებელი ქართული სპორტის ისტორიაში პირველი მსოფლიოს ჩემპიონის, მოკრივე გიორგი კანდელაკის შემდეგ.
*-1998 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მესამე ადგილზე დასახელდა გიორგი ასანიძის (ძალოსნობა) და კობა გოგოლაძის (კრივი) შემდეგ.
*-2002 წლის 5-7 სექტემბერს ირანის დედაქალაქმა თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს XXXVI ჩემპიონატს უმასპინძლა. ელდარ კურტანიძემ ჯგუფში ფათიჰ ჩაქიროღლუ (თურქეთი) და ბარტომეი ბარტნიცკი (პოლონეთი) დაამარცხა, მეოთხედფინალში რუსეთის სახელით მოასპარეზე მოქმედ მსოფლიოს ჩემპიონს გიორგი გოგშელიძეს სძლია - 3:1, ნახევარფინალში ქუთაისში დაბადებული ბერძენი ავთანდილ ქსანთოპულოსი დაამარცხა - 6:0, ხოლო ფინალში მასპინძელთა ფავორიტს ალირეზა ჰეიდარის სძლია - 2:1 და პირველად გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.
*-2003 წლის 12-14 სექტემბერს მსოფლიო ჩემპიონატი ამერიკის შეერთებულ შტატებში, ნიუ იორკის ცნობილ დარბაზში, მედისონ სქუერ გარდენში გაიმართა. ქართველმა ფალავანმა ტიტულის დაცვა ჯგუფში როლფ შერერთან (შვეიცარია) და მაგომედ იბრაგიმოვთან (უზბეკეთი) გამარჯვებით დაიწყო, მეოთხედფინალში უკრაინელი ვადიმ ტასოევი შეაჩერა - 2:0, ნახევარფინალში მონღოლ ტუვშინტორიინ ენხტუიაა დაამარცა - 4:0, ხოლო ფინალში კიდევ ერთხელ აჯობა ალირეზა ჰეიდარის - 4:0.
*-2004 წლის ათენის ოლიმპიადის მონაწილე, VIII ადგილი.
*-2005 წლის მიწურულს, სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის მიერ მოწყობილ რეფერენდუმში, საქართველოს წლის სპორტსმენთა ათეულში მეორე ადგილზე დასახელდა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე რევაზ მინდორაშვილის შემდეგ.
*-2012 წლის დეკემბერში ლუკა კურტანიძე საქართველოს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს. 2014 წლის 1 დეკემბერს ფედერაციის პრეზიდიუმმა მას თანამდებობა დაატოვებინა.
*-2015-2016 წლებში საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნება“. პარლამენტში პარტიული სიით, გარდაცვლილი დეპუტატის თამაზ ავდალიანის ნაცვლად შევიდა.

   

მესამე ადგილი(-120 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2006, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(-96 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2005, ვარნა, ბულგარეთი
მეორე ადგილი(-96 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2002, ბაქო, აზერბაიჯანი
პირველი ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 2001, ბუდაპეშტი, უნგრეთი
მესამე ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1999, მინსკი, ბელარუსი
პირველი ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1998, ბრატისლავა, სლოვაკეთი
პირველი ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1997, ვარშავა, პოლონეთი
პირველი ადგილი(-90)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1996, ბუდაპეშტი, უნგრეთი
მეორე ადგილი(-90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1995, ფრიბური, შვეიცარია
მეორე ადგილი(-90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - ევროპის ჩემპიონატი 1993, სტამბოლი, თურქეთი
მეორე ადგილი(-96 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2005, ბუდაპეშტი, უნგრეთი
პირველი ადგილი(-96 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2003, ნიუ-იორკი, აშშ
პირველი ადგილი(-96 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 2002, თეირანი, ირანი
მესამე ადგილი(-97 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1997, კრასნოიარსკი, რუსეთი
მეორე ადგილი(-90 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1993, ტორონტო, კანადა
მესამე ადგილი(+97 კგ)
ზაფხულის XXVII ოლიმპიური თამაშები 2000, სიდნეი, ავსტრალია
მესამე ადგილი(-90 კგ)
ზაფხულის XXVI ოლიმპიური თამაშები 1996, ატლანტა, აშშ

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო