ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ვახტანგ ბალავაძე

დაბადების თარიღი 20/11/1927   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა თავისუფალი ჭიდაობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი სამტრედია
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1927 წლის 20 ნოემბერს სამტრედიაში. გარდაიცვალა 2018 წლის 25 ივლისს თბილისში
თავისუფალი ჭიდაობა; 73კგ

იტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი - 1956 (73კგ; მელბურნი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1954 (73კგ; ტოკიო, იაპონია), 1957 (73კგ; სტამბოლი, თურქეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1959 (73კგ; თეირანი, ირანი)
ახალგაზრდობის I საერთაშორისო თამაშების ჩემპიონი - 1953 (73კგ; ბუქარესტი, რუმინეთი)
სსრკ ხალხთა I სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1956 (73კგ; მოსკოვი)
სსრკ ხალხთა II სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი - 1959 (73კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონი - 1952 (73კგ; ბაქო), 1953 (73კგ; თბილისი), 1954 (73კგ; ლენინგრადი), 1955 (73კგ; მინსკი), 1957 (73კგ; კიევი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი - 1956 (73კგ; მოსკოვი), 1959 (73კგ; მოსკოვი)
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1951 (73კგ; თბილისი)
საერთაშორისო ტურნირების ჩემპიონი - 1954 (73კგ; ბუდაპეშტი, უნგრეთი), 1954 (73კგ; სტოკჰოლმი, შვედეთი), 1954 (73კგ; გიოტებორგი, შვედეთი), 1954 (73კგ; ესკილსტუნა, შვედეთი), 1957 (73კგ; თეირანი, ირანი), 1957 (73კგ; თავრიზი, ირანი), 1958 (73კგ; ტოლედო, ესპანეთი)
სსრკ ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში - 1952 (72კგ; როსტოვი)
სსრკ ვიცე-ჩემპიონი ჭიდაობა სამბოში - 1951 (68კგ; ტალინი)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1955
სსრკ სპორტის დამსახურებული მწვრთნელი - 1971
სსრკ კატეგორიის მსაჯი - 1963
საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი (FILA) - 1967

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2002
ღირსების მედალი - 1999
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ორდენი - 2006
ჭიდაობის საერთაშორისო ფედერაციის (FILA) ოქროს ორდენი - 1997
ხალხთა მეგობრობის ორდენი (სსრკ) - 1976
ღირსების ნიშნის ორდენი (სსრკ) - 1957 (27 აპრილი), 1980

*-ვახტანგ ბალავაძის შედეგები 1956 წელს, მელბურნის ოლიმპიადაზე:
I წრე: ვეიკო რანტანენი (ფინეთი) - მოგება
II წრე: ალფრედ ტიშენდორფი (გერმანია) - მოგება
III წრე: მიცუო იკედა (იაპონია) - წაგება
IV წრე: პერ ბერლინი (შვედეთი) - მოგება
II ადგილისთვის: იბრაჰიმ ზენგინი (თურქეთი) - წაგება

*-1954 წლის 22-25 მაისს იაპონიის დედაქალაქმა ტოკიომ თავისუფალ ჭიდაობაში მსოფლიოს მეორე ჩემპიონატს უმასპინძლა. ვახტანგ ბალავაძემ ზედიზედ დაამარცხა ბექირ ბიურქე (თურქეთი), ჯ.მონეგენი (ახალი ზელანდია), რენე შესნო (საფრანგეთი) და იუტაკა კანეკო (იაპონია), ფინალში გასულმა კი ირანელ მოჰამად ალი ფარდინსაც სძლია და თავისუფალ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონი გახდა.
*-1957 წლის 1-2 ივნისს სტამბოლში (თურქეთი) მომდევნო, რიგით მესამე მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართა. ვახტანგ ბალავაძემ მიჯრით დაამარცხა მიროსლავ ზიმჩიკი (პოლონეთი), გარიბალდო ნიცოლა (იტალია), მურთაზა მურთაზოვი (ბულგარეთი) და მოჰამად ალი ფარდინი (ირანი), მასპინძელთა ფავორიტთან, ისმაილ ოგანთან ჭიდილი კი ფრედ დასრულდა, რაც მსოფლიოს ჩემპიონის წოდების შესანარჩუნებლად საკმარისი აღმოჩნდა. ლაღი სტილის გამო გულშემატკივრები „ჭიდაობის პროფესორს“ უწოდებდნენ.
*-1960 წლის რომის ოლიმპიადის მონაწილე, IX ადგილი.
*-1961 წელს გამოიცა მისი წიგნი „ქართველი ფალავნები მსოფლიო და ოლიმპიურ შეჯიბრებებზე“.
*-1962 წლიდან თბილისში ტარდება თავისუფალ და ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში პირველი ქართველი მსოფლიოს ჩემპიონების, ვახტანგ ბალავაძის და გივი კარტოზიას სახელობის საერთაშორისო ტურნირი.
*-1961-1970 წლებში იყო მოჭიდავეთა საკავშირო ნაკრების მწვრთნელი.
*-1968 წელს გამოიცა მისი წიგნი „ფალავნები ხალიჩაზე“.
*-1999 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.
*-2017 წლის 6 დეკემბერს გამოიცა მისი შვილის, სპორტული ჟურნალისტის თამარ ბალავაძის წიგნი „ჭიდაობის პროფესორი - ჩემპიონთა ჩემპიონი“. წიგნის პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართა.

   

მეორე ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1959, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1957, კიევი, უკრაინა
მეორე ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1956, მოსკოვი, რუსეთი
პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1955, მინსკი, ბელარუსი
პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1954, ლენინგრადი (სანკტ პეტერბურგი), რუსეთი
პირველი ადგილი(ქვესაშუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1953, თბილისი, საქართველო
პირველი ადგილი(ქვესასუალო წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1952, ბაქო, აზერბაიჯანი
მესამე ადგილი(მსუბუქი წონა)
თავისუფალი ჭიდაობა - სსრკ ჩემპიონატი 1951, თბილისი, საქართველო
პირველი ადგილი(72კგ)
სამბო - სსრკ ჩემპიონატი 1952, დონის როსტოვი, რუსეთი
მეორე ადგილი(68კგ)
სამბო - სსრკ ჩემპიონატი 1951. ტალინი, ესტონეთი
მეორე ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1961, იოკოჰამა, იაპონია
მეორე ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1959, თეირანი, ირანი
პირველი ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1957, სტამბოლი, თურქეთი
პირველი ადგილი(-73 კგ)
თავისუფალი ჭიდაობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1954, ტოკიო, იაპონია
მესამე ადგილი(-73 კგ)
ზაფხულის XVI ოლიმპიური თამაშები 1956, მელბურნი, ავსტრალია

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო