ქართული
სპორტი
სპორტსმენები

კახი კახიაშვილი

დაბადების თარიღი 13/07/1969   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ძალოსნობა
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი შიდა ქართლი
ქალაქი ცხინვალი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1969 წლის 13 ივლისს ცხინვალში
ძალოსნობა (90, 91, 94, 99კგ)
*-1994 წლიდან ასპარეზობდა საბერძნეთის სახელით (აკაკიოს კახიაშვილის)

ტიტულები:
ოლიმპიური ჩემპიონი - 1992 (90კგ; ბარსელონა), 1996 (99კგ; ატლანტა), 2000 (94კგ; სიდნეი)
მსოფლიოს ჩემპიონი - 1995 (99კგ; გუანჟოუ, ჩინეთი), 1998 (94კგ; ლაჰტი, ფინეთი), 1999 (94კგ; ათენი, საბერძნეთი)
მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონი - 1993 (91კგ; მელბურნი, ავსტრალია), 1994 (91კგ; სტამბოლი, თურქეთი)
ევროპის ჩემპიონი - 1992 (90კგ; სეკშარდი, უნგრეთი), 1993 (91კგ; სოფია, ბულგარეთი), 1995 (91კგ; ვარშავა, პოლონეთი), 1996 (99კგ; სტავანგერი, ნორვეგია)
ევროპის ვიცე-ჩემპიონი - 1994 (91კგ; სოკოლოვი, ჩეხეთი), 1999 (94კგ; ლა კორუნია, ესპანეთი)
ევროპის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1998 (94კგ; რიესა, გერმანია)
დსთ ჩემპიონი - 1992
სსრკ თასი - 1988, 1989, 1991
მსოფლიოს ჩემპიონი (ახალგაზრდები) - 1989 (90კგ; ფორტ ლოდერდეილი, აშშ)

საქართველოს საუკეთესო სპორტსმენი (სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაცია) - 1992, 1993

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი - 1992
სპორტის რაინდი (სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო) - 2016

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 1992
ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენი
ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი - 2018

კახი კახიაშვილის შედეგები 1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადაზე:
აკვრა:
170-175-177.5-177.5კგ (II); ატაცი: 220-225-235-235კგ (I)
ორჭიდი: 412.5კგ (ჩემპიონი)

კახი კახიაშვილის შედეგები 1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე:
აკვრა:
180-185-185კგ (III); ატაცი: 220-225-235-235კგ (I)
ორჭიდი: 420კგ (ჩემპიონი)

კახი კახიაშვილის შედეგები 2000 წელს, სიდნეის ოლიმპიადაზე:
აკვრა:
180-185-185კგ (I); ატაცი: 220-220კგ (I)
ორჭიდი: 405კგ (ჩემპიონი)

*-1989 წელს, ამერიკის ქალაქ ფორტ ლოდერდეილში, მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის მიმდინარეობისას აკვრაში 225კგ დააფიქსირა და თანატოლთა შორის მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.
*-1992 წელს, ბარსელონის ოლიმპიადაზე, ატაცის უკანასკნელ ცდაზე 235კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა, მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა, ორჭიდის ჯამში ასევე მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
*-1996 წელს, ატლანტის ოლიმპიადაზე, ატაცის უკანასკნელ ცდაზე 235კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და მსოფლიოს რეკორდი გაიმეორა, ორჭიდის ჯამში კი ასევე მსოფლიოს რეკორდი დაამყარა და მეორედ გახდა ოლიმპიური ჩემპიონი!
*-2005 წელს, პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის განკარგულებით, აღუდგინეს საქართველოს მოქალაქეობა.
*-2010 წელს ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის დიდების დარბაზის წევრი გახდა.
*-2011 წელს, სერიაში „ქართველი ოლიმპიური ჩემპიონები“ (პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი ელგუჯა ბერიშვილი) გამოიცა პაატა ნაცვლიშვილის წიგნი „კახი კახიაშვილი“.
*-2012 წლიდან საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრეზიდენტია.
*-კარიერის განმავლობაში 7ჯერ დაამყარა მსოფლიოს რეკორდი. 1999 წელს, ათენის მსოფლიო ჩემპიონატზე მის მიერ ორჭიდის ჯამში ნაჩვენები შედეგი - 412,5კგ - მხოლოდ 13 წლის შემდეგ, ლონდონის 2012 წლის ოლიმპიადაზე გააუმჯობესა ყაზახმა ალექსეი ილინმა (მოგვიანებით ილინი დოპინგზე ჩავარდა და მისი შედეგი გაუქმდა).

   

პირველი ადგილი(90კგ)
ძალოსნობა - დსთ ჩემპიონატი 1992, სანკტ პეტერბურგი, რუსეთი
პირველი ადგილი(91 კგ)
ძალოსნობა - ევროპის ჩემპიონატი 1993, სოფია, ბულგარეთიი
მეორე ადგილი(91 კგ)
ძალოსნობა - მსოფლიო ჩემპიონატი 1993, მელბურნი, ავსტრალია
პირველი ადგილი(90 კგ)
ზაფხულის XXV ოლიმპიური თამაშები 1992, ბარსელონა, ესპანეთი

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო