ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების ტრიუმფი საფრანგეთში

საფრანგეთის ზღვისპირა ქალაქ ნიცაში ოლიმპიური ჩემპიონის ანრი დეგლანის სახელობის გრან პრი ჩატარდა. პრესტიჟულ ტურნირზე წარმატებით იასპარეზა საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა. გიორგი იანტბელიძის გუნდმა 4 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველობა არავის დაუთმო.

ტურნირის ჩემპიონები ოთარ გოგავა (57 კგ), ბექა ლომთაძე (61 კგ), ზურაბ იაკობიშვილი (70 კგ) და დავით ხუციშვილი (79 კგ) გახდნენ, ვერცხლის მედალს ტარზან მაისურაძე (86 კგ) დაეუფლა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ლაშა ლომთაძემ (57 კგ), ზურაბ ერბოწონაშვილმა (74 კგ), მამუკა კორძაიამ (97 კგ) და როლანდ ანდრიაძემ (125 კგ) მოიპოვეს.

გუნდური ჩემპიონობისათვის საქართველოს ნაკრებს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის მიერ დაწესებული სპეციალური პრიზი მისივე ხელმოწერითა და მილოცვით გადაეცა. ჩვენმა ნაკრებმა გუნდურ ჩათვლაში ყველას დიდი უპირატესობით აჯობა, მეორე ადგილი გერმანიამ დაიკავა, ხოლო მესამეზე ბელარუსი გავიდა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო