ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ფარიკაობა: საქართველო მსოფლიო თასზე

8-10 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ ბონში რაპირაში მსოფლიო თასის ეტაპი „ბონის ლომი“ (Löwe von Bonn) გაიმართება.

ინდივიდუალურ შეჯიბრში ორასზე მეტი მონაწილე 64 საუკეთესოს გამოავლენს, საქართველოს სახელით კი სამი მოფარიკავე იასპარეზებს - ლუკა ღაღანიძე, ლაშა გალუაშვილი და არჩილ უგულავა. ინდივიდუალურ შეჯიბრში ჩემპიონი და პრიზიორები შაბათს, 9 ნოემბერს გამოვლინდებიან.

10 ნოემბერს გუნდური პირველობისთვის 26 გუნდი იბრძოლებს და მათ შორისაა საქართველოს ნაკრებიც ხსენებული სამეულის შემადგენლობით.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო