ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქვიშის თამაშები: მოჭიდავეები ხორვატიაში გაემგზავრნენ

საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრები ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში გაემგზავრა. ჯემალ კილაძის გაწვრთნილი გუნდი 7-8 სექტემბერს მსოფლიო სერიის ფინალურ ეტაპზე მიიღებს მონაწილეობას.

ბრაზილიის და პორტუგალიის ეტაპებზე საქართველოს ქვიშის მოჭიდავეთა ნაკრებმა 7 ოქროს და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, რომ რიო დე ჟანეიროში გუნდმა 100%-ნი შედეგი აჩვენა და ოთხი მონაწილიდან ყველა ჩემპიონის ტიტულით დაბრუნდა.

ხორვატიაში საქართველოს ნაკრები უცვლელი შემადგენლობით იჭიდავებს: ლევან ქელეხსაშვილი (70კგ), დავით ხუციშვილი (80კგ), დავით მარსაგიშვილი (90კგ) და მამუკა კორძაია (+90კგ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო