ქართული
სპორტი
მწვრთნელები

ილია ჩხარტიშვილი

დაბადების თარიღი 01/01/1929   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტული კვალიფიკაციის დონე  
სპორტული წოდება
სპორტული კლუბების
ქალაქი ოზურგეთი
სიმაღლე
წონა
   
ბიოგრაფია:

მწვრთნელი, მსაჯი. სსრკ ბერძნულ-რომაული (1966) და თავისუფალი (1967-73) სტილით მოჭიდავეთა ნაკრები გუნდების მწვრთნელი. იყო საქართველოს თავისუფალი (1967-73) და ბერძნულ-რომაული (1973-75) სტილით მოჭიდავეთა ნაკრებების უფროსი მწვრთნელი. მისი ხელმძღვანელობით საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა სსრკ თასი მოიპოვა (1973). მისი აღზრდილები არიან: ნოდარ ხოხაშვილი, ანდრო ცხოვრებოვი, როინ დობორჯგინიძე (სამივე _ თავისუფალი ჭიდაობა), რომან რურუა, თემურ ყაზარაშვილი (ორივე _ ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). სსრკ დამსახურებული მწვრთნელი. საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი. იმსაჯა XX და XXII ოლიმპიურ თამაშებზე (1972, მიუნხენი და 1980, მოსკოვი), აგრეთვე მსოფლიოსა და ევროპის მრავალ ჩემპიონატზე.

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო