ქართული
სპორტი
სპორტსმენები

თემურ ქეცბაია

დაბადების თარიღი 18/03/1968   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი აფხაზეთი
ქალაქი გალი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ნახევარმცველი
1987-1992 - თბილისის დინამო
1992-1994 - ფამაგუსტას ანორთოსისი (კვიპროსი)
1994-1997 - ათენის აეკ (საბერძნეთი)
1997-2000 - ნიუკასლ იუნაიტედი (ინგლისი)
2000-2001 - ვულვერჰემპტონ უონდერერსი (ინგლისი)
2001-2002 - დანდი (შოტლანდია)
2002-2006 - ფამაგუსტას ანორთოსისი (კვიპროსი)

ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი: 1990, 1991, 1992
კვიპროსის ჩემპიონი: 2005
საქართველოს თასი: 1992
საბერძნეთის თასი: 1996, 1997
კვიპროსის თასი: 2003
საბერძნეთის სუპერთასი: 1996

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (ფეხბურთის ფედერაცია): 1990
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი სარბიელი): 1997

საქართველოს ნაკრებში: 52 მატჩი, 17 გოლი (1990-2003)

*-1990 წელს, პირველი ეროვნული ჩემპიონატის დასრულების შემდეგ, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ პირველობის 22 რჩეულ მოთამაშეთა შორის საუკეთესო ცენტრალურ თავდამსხმელად დაასახელა
*-გაზეთ სარბიელის მიერ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) 1996 და 1998 წლებში ქვეყნის მეორე მოთამაშედ დასახელდა, 1999 წელს კი მესამე იყო
*-ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი საგარეო გოლის ავტორი: 1991 წლის 2 ივლისს კიშინიოვში, მოლდოვასთან 4:2 მოგებულ მატჩში
*-ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველი ოფიციალური გოლის ავტორი: 1994 წლის 16 ნოემბერს თბილისში, ევრო 96-ის საკვალიფიკაციო ტურნირში უელსთან 5:0 მოგებულ მატჩში
*-ეროვნული ნაკრების კაპიტანი 6 მატჩში
*-2004 წელს ფამაგუსტას ანორთოსისის მოთამაშე-მწვრთნელი გახდა
*-2007 წლის 30 ივნისს ფეხბურთელის კარიერა დაასრულა. 14 ივლისს, კვიპროსზე გამართულ გამოსათხოვარ მატჩში მისი მეგობრების ნაკრებმა გუნდებმა ითამაშეს
*-ანორთოსისის მთავარი მწვრთნელის პოსტზე 2007 წელს კვიპროსის თასი და სუპერთასი მოიგო, 2008 წელს - ჩემპიონატი
*-2008-09 წლების სეზონში მისმა გაწვრთნილმა ანორთოსისმა ჩემპიონთა ლიგის სამი საკვალიფიკაციო ეტაპი დაძლია და ჯგუფურ ტურნირში ითამაშა: ვერდერი (ბრემენი, გერმანია) - 0:0, 2:2; ინტერი (მილანი, იტალია) - 0:1, 3:3; პანათინაიკოსი (ათენი, საბერძნეთი) - 3:1, 0:1
*-2009 წლის 25 მაისს პირეოსის ოლიმპიაკოსმა (საბერძნეთი) განაცხადა, რომ 2009-10 წლების სეზონში გუნდს ქეცბაია გაწვრთნიდა. ამ თანამდებობაზე ქართველმა სპეციალისტმა ესპანელი ერნესტო ვალვერდე შეცვალა. ოლიმპიაკოსი იყო ის კლუბი, რომელიც ქეცბაიას ანორთოსისმა ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო წრეში დაამარცხა - 3:0, 0:1. ქეცბაიამ პირეოსული კლუბი 15 სექტემბერს, ხელმძღვანელობასთან უთანხმოების გამო დატოვა. მის ხელში ოლიმპიაკოსმა 5 მატჩი მოიგო, ერთხელ ფრედ ითამაშა, ბურთების შეფარდება კი ასეთი იყო - 9:0
*-2009 წელს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან 2-წლიანი ხელშეკრულება გააფორმა. ნაკრების მთავარი მწვრთნელის თანამდებობაზე არგენტინელი ექტორ რაულ კუპერი შეცვალა.
*-თემურ ქეცბაია პირველია, რომელმაც ნაკრებში ითამაშა, იყო კაპიტანი, შემდეგ კი გუნდს მთავარ მწვრთნელად დაუბრუნდა
*-ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც კალენდარული წელი დაუმარცხებლად დაასრულა. სადებიუტო, 2010 წელს გუნდმა 8 თამაშიდან 3 მოიგო, 5-ჯერ კი ფრედ ითამაშა. ბურთები: 7:4
*-ნაკრების ისტორიაში პირველი მწვრთნელია, რომელმაც ორ სრულ შესარჩევ ციკლში უხელმძღვანელა გუნდს
*-ერთადერთი ქართველი, რომელმაც უძველესი საფეხბურთო ტურნირის - ინგლისის საფეხბურთო ასოციაციის თასი - ფინალში ითამაშა

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო