ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ბორის პაიჭაძე

დაბადების თარიღი 21/01/1915   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი გურია
ქალაქი ჩოხატაური
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

თავდამსხმელი
1936-1951 - თბილისის „დინამო“

ტიტულები:
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1939, 1940
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1936 (შემოდგომა), 1946, 1947, 1950

სსრკ ჩემპიონატის ბომბარდირი - 1937 (8 გოლი)

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1944
სსრკ ჩემპიონატის 55 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა: #5 - 1938

სხვა ჯილდოები:
სსრკ ღირსების ნიშნის ორდენი - 1941
სსრკ შრომის წითელი დროშის ორდენი - 1957

*-გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ასიანთა კლუბის“ წევრი - 136 გოლი
*-1991 წელს ეროვნულ სტადიონს მისი სახელი მიენიჭა. წლების მანძილზე სტადიონის ეზოში იდგა მისი ბიუსტი
*-1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა, ასევე #2 ფეხბურთელად მიხეილ მესხის შემდეგ
*-2001 წლის 26 მარტს, სპეციალურმა კომისიამ (ფეხბურთის სპეციალისტები, ჟურნალისტები, ვეტერანები) თბილისის ფილარმონიაში გამართულ საზეიმო გალა-დაჯილდოებაზე ბორის პაიჭაძე საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა
*-2015 წლის 3 თებერვალს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა ინიციატივით, მისი საუკუნოვანი იუბილე თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის აკადემიურ თეატრში აღინიშნა, 11 თებერვალს კი ფოთში
*-2015 წლის ივლისში, „დინამო არენის“ მთავარ შესასვლელთან მისი ძეგლი დაიდგა
*-მის საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით, 2015 წელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ბორის პაიჭაძის წლად გამოაცხადა. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ბომბარდირისთვის მისი სახელობის ჯილდო დაწესდა, საქართველოს ფოსტამ კი მიმოქცევაში გამოუშვა 1,5 ლარის ღირებულების საფოსტო მარკა „ქართული ფეხბურთის ლეგენდა - ბორის პაიჭაძე“. იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციამ გამოსცა წერილების კრებული „ბორის პაიჭაძე - 100“, ფეხბურთის ფედერაციამ კი ხელახლა დასტამბა ოთარ გაგუას წიგნი „ბორის პაიჭაძე“

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო