ქართული
სპორტი
სპორტსმენები

გიორგი ნიკოლაძე

დაბადების თარიღი 29/07/1888   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა სპორტული ტანვარჯიში
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი სამტრედია
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ცნობილი ტანმოვარჯიშე და სპორტის მოღვაწე, პუბლიცისტისა და კრიტიკოსის, ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის ერთ-ერთი მეთაურის ნიკო ნიკოლაძის (1843-1928) შვილი. ტანვარჯიშში მეცადინეობა დაიწყო თბილისის პირველ გიმნაზიაში ჩეხი პედაგოგის ანტონ ლუკეშის ხელმძღვანელობით. პეტერბურგის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში სწავლის პერიოდში გამოდიოდა ადგილობრივი ტანვარჯიშული საზოგადოების, `სოკოლის~ სახელით. 1912 წელს პრაღაში გამართულ `სოკოლის~ მსოფლიო შეკრებაზე ტანმოვარჯიშეთა შეჯიბრებაში 2000 მონაწილეს შორის დაიკავა XV ადგილი, მძლეოსნურ მრავალჭიდში _ XIX ადგილი (მთელ მსოფლიოში გავრცელდა საფოსტო ბარათი, რომელზეც გიორგი ნიკოლაძე აღბეჭდილია პრაღაში ბადროს ტყორცნისას). 1918 წელს დაბრუნდა სამშობლოში. მისი თაოსნობით იმავე წელს თბილისში დაარსდა ტანვარჯიშული საზოგადოება `შევარდენი~, 1921 წელს კი _ საქართველოს შევარდენთა კავშირი, რომლის პირველი და უკანასკნელი თავმჯდომარეც თვითონ იყო. ხელმძღვანელობდა პირველ ქართულ ალპინისტურ ასვლას მყინვარწვერზე (1923), დააარსა საქართველოს გეოგრაფიული საზოგადოების მთამსვლელობა-მგზავროსნობის განყოფილება (1924). მისი ინიციატივით გამოიცა პირველი ქართული სახელმძღვანელოები ტანვარჯიშში, აქტიურად მონაწილეობდა ქართული სპორტული ტერმინოლოგიის შექმნაში, შეადგინა და გამოსცა `ტანვარჯიშის სახელსახება~. მნიშვნელოვანი წარმატებები მოიპოვა მეტალურგიასა და მათემატიკაში. სადოქტორო დისერტაცია დაიცვა საფრანგეთში, სორბონში. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო