ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ანდრია დადიანი

დაბადების თარიღი   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ჭადრაკი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი სამეგრელო და ზემო სვანეთი
ქალაქი ზუგდიდი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

(1850 ზუგდიდი) პირველი ქართველი მოჭადრაკე, რომელმაც სახელი გაითქვა რუსეთსა და ევროპაში. სამეგრელოს უკანასკნელი მთავრის დავით დადიანისა და ეკატერინე ჭავჭავაძის შვილი. სწავლობდა ცარსკოე სელოს პაჟთა კორპუსში, ჰაიდელბერგის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. 1874 წლიდან მსახურობდა რუსეთის არმიაში, იყო გენერალ-ლეიტენანტი. 1895 წლიდან ცხოვრობდა კიევში, თამაშობდა არაოფიციალურ ტურნირებში, ამხანაგურ მატჩებში ხვდებოდა იმ დროის ცნობილ მოჭადრაკეებს (ალექსანდ სოლოვცოვს, სერაფინო დიუბუას, ილია შუმოვს და სხვ.), მეგობრობდა ივან ტურგენევთან. აქტიურად მონაწილეობდა დიდი საჭადრაკო ტურნირების ორგანიზებაში (მათ შორის, მონტე-კარლოსა და მილანში). ცნობილი იყო, როგორც კომბინაციური თამაშის ოსტატი, ჭადრაკის მეცენატი. მისი პარტიები იბეჭდებოდა რუსულ და ფრანგულ საჭადრაკო გამოცემებში. 1903 წელს კიევში გამოიცა მისი პარტიების დაბოლოებათა კრებული.

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო