ქართული
სპორტი
სპორტსმენები

დავით ყიფიანი

დაბადების თარიღი 18/06/1951   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

ნახევარმცველი
1969 - თბილისის „დინამო“
1970 - თბილისის „ლოკომოტივი“
1971-1982 - თბილისის „დინამო“

ტიტულები:
ოლიმპიადის ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (მონრეალი)
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი: 1981
ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული: 1976
სსრკ ჩემპიონი: 1978
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1977
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1971, 1972, 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981
სსრკ თასი: 1976, 1979
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1979

სამწვრთნელო ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი: 1990, 1991, 1995, 1996, 1997, 2000, 2001 (რევაზ ძოძუაშვილთან ერთად)
საქართველოს თასი: 1995, 1996, 1997, 2001 (რევაზ ძოძუაშვილთან ერთად)
საქართველოს სუპერთასი: 1996, 1997

სსრკ ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი „ფუტბოლ-ხოკეი“) - 1977

სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი: 1976
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი: 1981
სსრკ ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში 8-ჯერ მოხვდა: #1 - 1977, 1978; #2 - 1976, 1980, 1981; #3 - 1973, 1975, 1979

სსრკ ნაკრებში: 19 მატჩი, 7 გოლი (1974-1981)
სსრკ ოლიმპიურ ნაკრებში: 2 მატჩი, 2 გოლი (1975)

სხვა ჯილდოები:
ღირსების ორდენი
სპორტის რაინდი - 2011

*-1981 წლის 18 აგვისტოს ითამაშა უეფა-ს ევროპის ნაკრებში ჩეხოსლოვაკიის წინააღმდეგ (0:4)
*-გრიგორი ფედოტოვის სახელობის „ასიანთა კლუბის“ წევრი - 115 გოლი (საუკეთესო შედეგი ქართველ ფეხბურთელთა შორის)
*-1984-1985, 1988, 1990-1991, 1995-1997 წლებში იყო თბილისის „დინამოს“ („იბერია“) მთავარი მწვრთნელი. სხვადასხვა დროს წვრთნიდა ნიქოზიის „ოლიმპიაკოსს“ (კვიპროსი), მეხელენის „რასინგს“ (ბელგია), იაროსლავლის „შინიკს“ (რუსეთი) და ქუთაისის „ტორპედოს“
*-1992 წელს გურჯანიის სტადიონს მისი სახელი მიენიჭა
*-1997 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 7 მატჩიდან 4 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 2 წააგო. ბურთების შეფარდება: 14:26
*-მისი სადებიუტო მატჩი ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე - 1997 წლის 30 მარტს თბილისში სომხეთთან 7:0 - ნაკრების ისტორიაში დღემდე სარეკორდო გამარჯვებაა
*-1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის სიმბოლურ ნაკრებში დასახელდა
*-2000-2001 წლებში რევაზ ძოძუაშვილთან ერთად წვრთნიდა საქართველოს ეროვნულ ნაკრებს. მათი ხელმძღვანელობით გუნდმა 15 მატჩიდან 4 მოიგო, 5 ფრედ დაასრულა, 6 კი წააგო. ბურთების შეფარდება: 14:16
*-2001 წლის 17 სექტემბერს, გორი-თბილისის გზაზე, სოფელ წეროვანთან მომხდარ ავტოკატასტროფას შეეწირა
*-2004 წელს, ფიფა-ს საუკუნოვან იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ფოსტამ გამოსცა 4-მარკიანი სერია. ერთ-ერთზე, 80 თეთრის ღირებულების მარკაზე დავით ყიფიანია გამოსახული
*-საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გადაწყვეტილებით, 2001 წლიდან ქვეყნის თასის გათამაშებას მისი სახელი მიენიჭა
*-მისი უფროსი ვაჟი ლევანი 2012-2015 წლებში საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი იყო

   

პირველი ადგილი()
ფეხბურთი - ევროპის თასების მფლობელთა თასი 1981

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო