ქართული
სპორტი
სპორტსმენები

კახა კალაძე

დაბადების თარიღი 27/02/1978   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი იმერეთი
ქალაქი სამტრედია
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

მცველი
1993-1998 - თბილისის „დინამო“
1999-2001 - კიევი „დინამო“ (უკრაინა)
2001-2010 - „მილანი“ (იტალია)
2010-2012 - „ჯენოა“ (გენუა, იტალია)

ტიტულები:
ჩემპიონთა ლიგა: 2003, 2007
ევროპის სუპერთასი: 2003, 2007
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი: 2007
საქართველოს ჩემპიონი: 1994, 1995, 1996, 1997
უკრაინის ჩემპიონი: 1998, 1999, 2000
იტალიის ჩემპიონი: 2004
საქართველოს თასი: 1994, 1995, 1996, 1997
უკრაინის თასი: 1998, 1999, 2000
იტალიის თასი: 2003
საქართველოს სუპერთასი: 1996, 1997
იტალიის სუპერთასი: 2004
დსთ-ის ქვეყნების ჩემპიონთა თასი: 1998

საქართველოს ნაკრებში: 83 მატჩი, 1 გოლი (1996-2011)

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი „სარბიელი“): 2001, 2002, 2003, 2006
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (პროფესიული ფეხბურთის ლიგა): 2008

სხვა ჯილდოები:
ვახტანგ გორგასლის სახელობის II ხარისხის ორდენი - 2003

*-საქართველოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე
*-საქართველოს ყველაზე ტიტულიანი ფეხბურთელი
*-საქართველოს ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი - 2001 წელს „მილანმა“ კიევის „დინამოდან“ 16 მილიონ გირვანქად შეიძინა
*-ეროვნულ ნაკრებში ჩატარებული 83 შეხვედრიდან 50-ში გუნდის კაპიტანი იყო, რაც რეკორდია
*-ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც მოიგო ჩემპიონთა ლიგა (ორჯერ), ევროპის სუპერთასი (ორჯერ) და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი
*-ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი, რომელმაც ევროპის საკლუბო ტურნირებში 100-ზე მეტი შეხვედრა ჩაატარა: 109 მატჩი, 3 გოლი
*-„მილანის“ დიდების დარბაზის წევრია. იტალიის ჩემპიონატში, თასზე და სუპერთასზე, ასევე საერთაშორისო საკლუბო ტურნირებში 284-ჯერ მოირგო კლუბის შავ-წითელი მაისური და 13 გოლი გაიტანა
*-2001 წლის გაზაფხულზე გაიტაცეს მისი უმცროსი ძმა ლევანი და გამოსასყიდი თანხა (სხვადასხვა ვერსიით დაახლოებით 600 ათასი დოლარი) მოითხოვეს. სამწუხაროდ, ლევან კალაძის გათავისუფლება ვერ მოხერხდა, 2006 წლის 21 თებერვალს კი ოფიციალურად დადასტურდა მისი გარდაცვალება. დანაშაულში ბრალდებულ დავით ასათიანს 25 წლით, ხოლო მის თანმზრახველ მერაბ ამისულაშვილს 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ. კალაძემ პირველ შვილს ლევან ძმის ხსოვნის პატივსაცემად დაარქვა, მშობლიურ სამტრედიაში კი მის სახელზე ეკლესია ააშენა
*-2005-2006 წლების სეზონის დასრულების შემდეგ „მილანის“ საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა. იმ სეზონში ჩატარებულ 43 მატჩში 2 გოლი შეაგდო, მათ შორის ერთადერთი, გამარჯვების მომტანი გოლი მილანურ დერბიში. იმავე სეზონში ევროპის სპორტულ გამოცემათა კავშირმა - ESM - ორჯერ დაასახელა ევროპის სიმბოლურ ნაკრებში
*-2007 წელს დააარსა საერთაშორისო საინვესტიციო ჯგუფი „კალა კაპიტალი“
*-2008 წელს დააარსა საქველმოქმედო ფონდი „კალა ფონდი“
*-2012-2017 წლებში იყო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი და ვიცე-პრემიერი
*-2013 წლის 21 მაისს, თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე მისი გამოსათხოვარი შეხვედრა გაიმართა: ვეტერან ქართველ ფეხბურთელთა ნაკრები „მილანის“ ლეგენდებს დაუპირისპირდა. ბილეთების გაყიდვიდან შესული თანხა (ყველა ბილეთი გაიყიდა) ქველმოქმედებას მოხმარდა. კალაძემ ორივე გუნდის შემადგენლობაში იასპარეზა
*-2017 წელს გამართულ თბილისის მერის არჩევნებში პირველივე ტურში გაიმარჯვა, დააგროვა რა ხმების 50%-ზე მეტი

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო