ქართული
სპორტი
სპორტსმენები

გოგა ბითაძე

დაბადების თარიღი 20/07/1999   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა კალათბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი კახეთი
ქალაქი საგარეჯო
წონა 212სმ
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

2015-2016 წლების სეზონში თამაშობდა თბილისის "ვითას" შემადგენლობაში და გუნდთან ერთად გამოდიოდა VTB გაერთიანებულ ლიგაში. 2015 წლის 2 დეკემბერს ბითაძემ ხელშეკრულება გააფორმა სერბეთის გუნდ "მეგა ბემაქსთან", რომელმას ის იჯარით სერბეთის "სმედერევო 1953" გაანათხოვრა. 2017 წელს ბითაძე "მეგა ბემაქსში" დაბრუნდა და გუნდთან ერთად ჩაება ადრიატიკის საკალათბურთო ლიგის (ABA) გათამაშებაში. 16 წლის გოგა ბითაძე  გახდა ლიგის ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე. 2018 წლის იანვარში ბითაძე "მეგა ბემაქსის"  ჭაბუკთა გუნდშიც ასპარეზობდა  და ადრიატიკის ჭაბუკთა ლიგის გათამაშებაში  გაიმარჯვა. გარდა ამისა, ბითაძე ახალგაზრდული ლიგის MVP (ყველაზე სასარგებლო მთამაშე) გახდა. 2018-2019 წლების სეზონი ბითაძემ კვლავ  "მეგაში" დაიწყო, თუმცა 2018 წლის დეკემბერში იჯარის წესით გადავიდა მონტენეგროს "ბუდოჩნოსტში", რომელიც ევროლიგაზე ასპარეზობდა. ამ ტურნირზე ბითაძემ 13 შეხვედრა ჩაატარა და თამაშში საშუალოდ 12,1 ქულას, 6,4 მოხსნას და 2,3 დაფარებას აგროვებდა. აღნიშნული შედეგებიდან გამომდინარე, ბითაძე, როგორც 22 წლამდე ასაკის საუკეთესო მოთამაშე,,  "ევროლოგის ამომავალი  ვარსკვლავად"  დაასახელეს. მას შემდეგ, რაც "ბუდოჩნოსტი" გათამაშების ფინალურ სტადიაზე ვერ გავიდა, ბითაძე "მეგა ბემაქსში" დაბრუნდა.  2019 წლის დრაფტზე ბითაძემ კონტრაქტი გააფორმა ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) გუნდ "ინდიანა პეისერსთან". 

გოგა ბითაძე არაერთი ჯილდოს და ტიტულის მფლობელია 

  • ევროლიგის ამომავალი ვარსკვლავი (2019)
  • მონტენეგროს თასის გამარჯვებული (2019)
  • სერბეთუს სუპერლიგის MVP (2019)
  • ადრიატიკის ლიგის MVP (2019)
  • ადრიატიკის ლიგის ყველა მოთამაშის გუნდი (2019)
  • ადრიატიკის ლიგის ლიდერი დაფარებებში (2019)
  • ადრიატიკის ახალგაზრდული ლიგის ჩემპიონი (2018)
  • ადრიატიკის ახალგაზრდული ლიგის MVP (2018)
  • ადრიატკის ლიგის ახალგაზრდული გუნდი (2018)

გოგა ბითაძე არის საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშე. 

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო