ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ლევან ფალავანდიშვილი

დაბადების თარიღი 30/10/1906   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა კალათბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

სპორტული კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. თავიდან ტანვარჯიშს მისდევდა (1920-23)

შემდეგ ფეხბურთმა გაიტაცა. თამაშობდა “მალსტრემში” (1924-26)

წარმატებებს მიაღწია მძლეოსნობაშიც -1928 წელს სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაში მონაწილეობდა და საქართველოს ორი რეკორდიც დაამყარა (ხელყუმბარის ტყორცნასა და სამხტომში)

თამაშობდა საქართველოს ფრენბურთელთა ნაკრებშიც (1934)

კარიერის უდიდესი ნაწილი კალათბურთს დაუთმო. ამ სახეობაში ვარჯიში 1926 წელს დაიწყო.

თამაშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში (1927-29) 

თბილისის ნაკრებსა (1929-34) და “დინამოში”  (1934-45)

იყო სსრკ ჩემპიონატის მესამე პრიზიორი (1935) 

ქართველ კალათბურთელთაგან პირველმა ითამაშა სსრკ ნაკრები გუნდის შემადგენლობაში (1934) 

სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი. 

საერთაშორისო კატეგორიის არბიტრი. 

ღირსების ორდენის კავალერი. 

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო