ქართული
სპორტი
სპორტსმენები

ნოდარ ახალკაცი

დაბადების თარიღი 02/01/1938   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

თავდამსხმელი
1957-1959 - თბილისის ასკ
1960-1966 - თბილისის „ლოკომოტივი“

სამწვრთნელო კარიერა:
1967-1971 - თბილისის „ლოკომოტივი“
1976-1983 - თბილისის „დინამო“
1985-1986 - თბილისის „დინამო“

სამწვრთნელო ტიტულები:
უეფა-ს თასების მფლობელთა თასი: 1981
სსრკ ჩემპიონი: 1978
სსრკ ვიცე-ჩემპიონი: 1977
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1976 (გაზაფხული), 1976 (შემოდგომა), 1981
სსრკ თასი: 1976, 1979
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1979

საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი
სსრკ სპორტის ოსტატი: 1981
სსრკ დამსახურებული მწვრთნელი: 1981

სხვა ჯილდოები:
სპორტის რაინდი - 2011
ღირსების ორდენი - 2018

*-1974-1975 წლებში თბილისის „დინამოს“ გუნდის უფროსი
*-1982 წელს, ესპანეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე საბჭოთა კავშირის ნაკრების მწვრთნელთა ტრიუმვირატის წევრი იყო კონსტანტინ ბესკოვთან და ვალერი ლობანოვსკისთან ერთად
*-1983-1986 წლებში „დინამოს“ საბჭოს ფეხბურთის განყოფილების უფროსი
*-1990-1998 წლებში (გარდაცვალებამდე) იყო საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი
*-1998 წელს, გაზეთ „სარბიელის“ გამოკითხვის შემდეგ, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მწვრთნელად დასახელდა
*-2008 წლის 10 სექტემბერს ფიფა-ს პრეზიდენტმა იოზეფ ბლატერმა ნოდარ ახალკაცი ფეხბურთის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული ღვაწლისთვის უმაღლესი ჯილდოთი, ფიფა-ს ორდენით დააჯილდოვა. ორდენი მის შვილს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მესამე პრეზიდენტს უმცროს ნოდარ ახალკაცს თბილისში, საქართველო-კვიპროსის მატჩის დაწყებამდე გადაეცა
*-2018 წლის 14 თებერვალს ლაგოდეხში გახსნილ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის აკადემიას მისი სახელი მიენიჭა
*-2018 წლის 15 თებერვალს, განათლების და მეცნიერების მინისტრის მიხეილ ჩხენკელის ბრძანებით, თბილისის მე-9 საჯარო სკოლას მისი სახელი მიენიჭა. სკოლაში მისი ბიუსტიც დაიდგა

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო