ქართული
სპორტი
სპორტსმენები

შოთა არველაძე

დაბადების თარიღი 22/02/1973   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი თბილისი
ქალაქი თბილისი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

თავდამსხმელი
1990-1991 - თბილისის „მართვე“
1991-1994 - თბილისის „დინამო“
1993-1994 - ტრაბზონის „ტრაბზონსფორი“ (თურქეთი)
1995-1997 - ტრაბზონის „ტრაბზონსფორი“ (თურქეთი)
1997-2001 - ამსტერდამის „აიაქსი“ (ჰოლანდია)
2001-2005 - „გლაზგო რეინჯერსი“ (შოტლანდია)
2005-2007 - ალკმაარის აზ (ჰოლანდია)
2007-2008 - ვალენსიის „ლევანტე“ (ესპანეთი)

ტიტულები:
საქართველოს ჩემპიონი: 1991, 1992, 1993, 1994
ჰოლანდიის ჩემპიონი: 1998
შოტლანდიის ჩემპიონი: 2003, 2005
საქართველოს თასი: 1992, 1993, 1994
თურქეთის თასი: 1995
ჰოლანდიის თასი: 1998, 1999
შოტლანდიის თასი: 2002, 2003
თურქეთის სუპერთასი: 1995
შოტლანდიის ლიგის თასი: 2003, 2005

საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (გაზეთი „სარბიელი“): 1994, 1998, 2007
საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი (პროფესიული ფეხბურთის ლიგა): 2006, 2007
თურქეთის ჩემპიონატის ბომბარდირი - 1996 (25 გოლი)
ამსტერდამის „აიაქსის“ სეზონის ბომბარდირი - 1997-1998 (37 გოლი)
შოტლანდიის პრემიერლიგის თვის საუკეთესო ფეხბურთელი - სექტემბერი, 2003

საქართველოს ნაკრებში: 61 მატჩი, 26 გოლი (1992-2007)

*-გაზეთ „სარბიელის“ მიერ (ჟურნალისტთა გამოკითხვა) 1992-1996 წლებში ზედიზედ 5-ჯერ დასახელდა საქართველოს უძლიერეს ფეხბურთელთა სამუელში: 1994 - #1, 1992, 1993, 1995, 1996 - #3
*-ევროპის საკლუბო ტურნირებში ქართული კლუბის (თბილისის „დინამო“) პირველი გოლის ავტორი: 1993 წლის 18 აგვისტოს თბილისში, ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჩრდილოირლანდიის „ლინფილდის“ წინააღმდეგ
*-1994 წლის 7 სექტემბერს, ეროვნული ნაკრების ისტორიაში პირველ ოფიციალურ შეხვედრაში, თბილისში მოლდოვას წინააღმდეგ (0:1) ძირითად შემადგენლობაში ითამაშა უფროს ძმასთან რევაზთან და ტყუპისცალ არჩილთან ერთად
*-1995-1996 წლების სეზონში, თურქეთის ჩემპიონატში ჩატარებულ 30 მატჩში 25 გოლი გაიტანა და პირველობის ისტორიაში (1959 წლიდან) მხოლოდ და მხოლოდ მეორე უცხოელი გახდა (იუგოსლავიელი ტარიკ ჰოჯიჩის შემდეგ - 1983-1984), რომელმაც ბომბარდირის ტიტული მოიპოვა. ყველა გოლი თამაშიდან გაიტანა, პრინციპულად არ ურტყამდა პენალტებს
*-ამსტერდამის „აიაქსის“ შემადგენლობაში ჩატარებულ სადებიუტო სეზონში - 1997-1998 - 4-ჯერ შეასრულა ჰეთ-თრიქი: სამჯერ ერედივიზიეში, ერთხელ უეფას თასზე (სლოვენიის „მარიბორის“ წინააღმდეგ). სეზონი 44 მატჩში გატანილი 37 გოლით და კლუბის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსით დაასრულა
*-საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირი 26 გოლით
*-საქართველოს ეროვნული ნაკრების ისტორიაში ერთადერთია, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა (ორჯერ): 1997 წლის 30 მარტს თბილისში, ამხანაგურ მატჩში სომხეთის ნაკრებთან (7:0) და 2006 წლის 18 აგვისტოს ტოფტირში, ევრო 2008-ის საკვალიფიკაციო მატჩში ფარერის კუნძულების ნაკრებთან (6:0)
*-ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველა დროის ყველაზე შედეგიანი ფეხბურთელი: კლუბებსა და ნაკრებში უმაღლეს დონეზე ჩატარებულ 610 მატჩში 347 გოლი გაიტანა
*-2008 წლის 3 ივნისს თბილისში, ბორის პაიჭაძის სახელობის ეროვნულ სტადიონზე გამართული მატჩით შოთა არველაძე ფეხბურთს გამოეთხოვა. შოთას მეგობრების ნაკრებმა, რომელშიც არაერთმა ვარსკვლავმა ითამაშა (მიქაელ და ბრაიან ლაუდრუპები, ფრანკ დე ბური, არტურ ნუმანი, დანი ბლინდი, ტიჯანი ბაბანგიდა, დამიანო ტომაზი, ანდრეი კანჩელსკისი...) საქართველოს ნაკრებს 9:6 მოუგო. შოთას მეგობრების გუნდს ლუის ვან გაალი ხელმძღვანელობდა
*-მოთამაშის კარიერის დასრულების შემდეგ იყო ლუის ვან გაალის ასისტენტი ალკმაარის აზ-ში, 2010 წლიდან კი მთავარი მწვრთნელის რანგში ხელმძღვანელობდა თურქეთის „ქაისერისფორს“, „ქასიმფაშას“ და „ტრაბზონსფორს“, ასევე ისრაელის „მაქაბის“ (თელ-ავივი). 2017 წლის ივნისიდან ტაშკენტის „ფახთაქორის“ (უზბეკეთი) მთავარი მწვრთნელია

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო