ქართული
სპორტი
სპორტსმენები

კახი ცხადაძე

დაბადების თარიღი 07/09/1968   
დაბადების ადგილი საქართველო
სპორტის სახეობა ფეხბურთი
დისციპლინა  
მედლები
რეგიონი ქვემო ქართლი
ქალაქი რუსთავი
წონა
სქესი მამრობითი
   
ბიოგრაფია:

დაიბადა 1968 წლის 7 სექტემბერს
1985-87 წლებში რუსთავის მეტალურგის, 1988-91 წლებში თბილისის დინამოს (იბერია), 1991 წელს სუნდვალის (შვედეთი), 1992 წელს მოსკოვის სპარტაკის და დინამოს (რუსეთი), 1993-96 წლებში ფრანკფურტის აინტრახტის (გერმანია), 1997 წელს ვლადიკავკაზის ალანიის (რუსეთი), 1998-2000 წლებში მანჩესტერ სიტის (ინგლისი), 2000-02 წლებში თბილისის ლოკომოტივის, 2003-04 წლებში მახაჩყალის ანჟის (რუსეთი) მცველი

ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი - 1990, 1991; სსრკ/დსთ-ის თასი - 1992; რუსეთის ჩემპიონი - 1992; რუსეთის ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი - 1992; ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებული - 1990; სსრკ საერთაშორისო კლასის სპორტის ოსტატი - 1992; საქართველოს ჩემპიონატის საუკეთესო მცველი (ფეხბურთის ფედერაცია) - 1990; რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მარცხენა მცველი (გაზეთი სპორტ-ექსპრესი) - 1992; საქართველოს ჩემპიონატის 22 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა - #1 (1990); რუსეთის ჩემპიონატის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში ერთხელ მოხვდა - #2 (1992)

სამწვრთნელო ტიტულები: საქართველოს ჩემპიონი - 2005 (თბილისის დინამო), 2006 (ბოლნისის სიონი); საქართველოს სუპერთასი - 2005 (თბილისის დინამო); აზერბაიჯანის ჩემპიონი - 2010 (ბაქოს ინტერი); ყაზახეთის სუპერთასი - 2017 (ალმატის კაირატი); დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობის ქვეყნების ჩემპიონთა თასი - 2011 (ბაქოს ინტერი)

დსთ-ის ნაკრებში: 6 მატჩი, 1 გოლი (1992)
საქართველოს ნაკრებში: 25 მატჩი, 1 გოლი (1990-98)

*-საქართველოს ეროვნული ნაკრების პირველი მატჩის მონაწილე (1990 წლის 27 მაისს თბილისში, ლიეტუვასთან - 2:2)
*-1992 წლის 29 აპრილს, მოსკოვში, დამოუკიდებელ სახელმწიფოთა ქვეყნების თანამეგობრობის და ინგლისის ნაკრებთა ამხანაგურ შეხვედრაში (2:2) გოლი გაიტანა.
*-1992 წლის 18 ივნისს, შვედეთის ქალაქ ნორჩეპინგში, ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე შოტლანდიის წინააღმდეგ (0:3) ითამაშა.
*-საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი პირველ ოფიციალურ შეხვედრაში (1994 წლის 7 სექტემბერს თბილისში, მოლდოვასთან 0:1).
*-საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი 21 შეხვედრაში.
*-2009 წელს საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს წვრთნიდა.
*-2015 წელს საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი იყო. მისი ხელმძღვანელობით გუნდმა 10 მატჩიდან 3 მოიგო, 1 ფრედ დაასრულა, 6 წააგო. ბურთების შეფარდება - 11:16.
*-საქართველოს ნაკრების ღირსებას მისი ვაჟი ბაჩანაც იცავდა.

   

გააზიარე:

გადმოტვირთე ინფო
გალერეა

ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო