ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა მსოფლიო თასის ეტაპი ხმლით ფარიკაობაში.

თბილისის ოლიმპიურ სასახლეში დასრულდა მსოფლიო თასის ეტაპი ხმლით ფარიკაობაში.

გუნდურ ასპარეზობაში მამაკაცთა შორის ჩემპიონი გერმანიის ნაკრები გახდა, რომელმაც ფინალურ დაპირისპირებაში სამხრეთ კორეას აჯობა, მესამე ადგილზე კი რუსეთი გავიდა.

ქალთა შორის გუნდურ შეჯიბრში ოქროს მედლებს დაეუფლნენ ფრანგები, რომლებმაც გადამწყვეტ ბრძოლაში სამხრეთ კორეა დაამარცხეს, ბრინჯაოს მედლები კი მამაკაცთა მსგავსად რუსეთის ნაკრებმა მოიპოვა.

შეგახსენებთ, რომ ისტორიაში პირველად მსოფლიო თასის თბილისის ეტაპის გამარჯვებული ტოკიოს ოლიმპიადის მეოთხე ადგილის მფლობელი სანდრო ბაზაძე გახდა.

მსოფლიო თასი ხმლით ფარიკაობაში 14 იანვარს დაიწყო და დღეს დასრულდა.

თბილისში გამართული ტურნირი 2024 წლის ზაფხულის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთი სალიცენზიო შეჯიბრი გახლდათ, სადაც მონაწილეობა ჯამში 50 ქვეყნის ოთხასმა სპორტსმენმა მიიღო.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო