საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. შესარჩევი ეტაპის მატჩები საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის ნაკრებების მონაწილეობით, 2021 წლის 12-14 მარტს თბილისში გაიმართება.

პირველი შესარჩევი ტურნირის ორი გამარჯვებული მეორე ეტაპზე, პლეი-ოფში გავა, სადაც მათ ლუქსემბურგი და IHF ერთა თასის საუკეთესო ევროპული გუნდი დაემატებათ. პლეი-ოფის მატჩები 2022 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება, გამარჯვებულები კი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყებენ დასკვნით შესარჩევ რაუნდს, სადაც მონაწილეობას ევროპის 32 უძლიერესი გუნდი მიიღებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 20 საგზური მთავარ შესარჩევ რაუნდში გათამაშდება. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი
12-14 მარტი, თბილისი


12 მარტი
ბულგარეთი - დიდი ბრიტანეთი
საქართველო - კვიპროსი

13 მარტი
კვიპროსი - ბულგარეთი
საქართველო - დიდი ბრიტანეთი

14 მარტი
დიდი ბრიტანეთი - კვიპროსი
საქართველო - ბულგარეთი

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი საქართველოში გაიმართება

საქართველოს ხელბურთის ფედერაციამ 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპის მასპინძლობის უფლება მოიპოვა. შესარჩევი ეტაპის მატჩები საქართველოს, დიდი ბრიტანეთის, ბულგარეთისა და კვიპროსის ნაკრებების მონაწილეობით, 2021 წლის 12-14 მარტს თბილისში გაიმართება.

პირველი შესარჩევი ტურნირის ორი გამარჯვებული მეორე ეტაპზე, პლეი-ოფში გავა, სადაც მათ ლუქსემბურგი და IHF ერთა თასის საუკეთესო ევროპული გუნდი დაემატებათ. პლეი-ოფის მატჩები 2022 წლის პირველ ნახევარში ჩატარდება, გამარჯვებულები კი 2022 წლის შემოდგომაზე დაიწყებენ დასკვნით შესარჩევ რაუნდს, სადაც მონაწილეობას ევროპის 32 უძლიერესი გუნდი მიიღებს. ევროპის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის 20 საგზური მთავარ შესარჩევ რაუნდში გათამაშდება. 2024 წლის ევროპის ჩემპიონატი გერმანიაში ჩატარდება.

ევროპის ჩემპიონატის პირველი შესარჩევი ეტაპი
12-14 მარტი, თბილისი


12 მარტი
ბულგარეთი - დიდი ბრიტანეთი
საქართველო - კვიპროსი

13 მარტი
კვიპროსი - ბულგარეთი
საქართველო - დიდი ბრიტანეთი

14 მარტი
დიდი ბრიტანეთი - კვიპროსი
საქართველო - ბულგარეთი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო