ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სამინისტროსა და ვიკიმედიას შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და ფონდ „ვიკიმედიის“ მომხმარებელთა საქართველოს ჯგუფს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ და ჯგუფის ხელმძღვანელმა, მეჰმან იბრაგიმოვმა მოაწერეს.

მემორანდუმი ხელს შეუწყობს „ვიკიმედიის“ პროექტებში, მათ შორის ონლაინ ენციკლოპედია „ვიკიპედიაში“, ქართული სპორტისა და სპორტსმენების შესახებ ინფორმაციის სრულყოფილად განთავსებასა და მუდმივად განახლებას. პროექტის ფარგლებში, „ვიკიპედიაში“ განთავსდება სამინისტროს მიერ მიწოდებული ფოტო, ვიდეო და ტექსტური მასალები ქართულ და უცხოურ ენებზე. ასევე, პერიოდულად განახლდება ონლაინ ენციკლოპედიაში განთავსებული ძველი ინფორმაცია.

მემორანდუმის ფარგლებში, სამინისტრო ხელს შეუწყობს საინფორმაციო ხასიათის შეხვედრების ორგანიზებას, რომელთა მიზანი ქართველი სპორტსმენების ცნობადობის გაზრდა და სპორტის სხვადასხვა სახეობის პოპულარიზაცია იქნება.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო