საქართველოს ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში შვედურ კლუბ „როსენგორდს“ შეხვდება. კენჭისყრის შედეგად, „ლანჩხუთი" შვედეთის ქალაქ მალმეს გუნდთან ორრაუნდიან სერიას დეკემბერში გამართავს. პირველ შეხვედრას გოგონათა გუნდი 9/10 დეკემბერს საქართველოში ჩაატარებს, განმეორებითი მატჩი კი შვედეთში 15/16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი - „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბია, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს. ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებში, „ლანჩხუთმა“ გასვლით მატჩებში ყაზახური „ოკჟეტპესი“ 2:1, რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ კი 1:0 დაამარცხა.

"> ქართული სპორტი
ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„ლანჩხუთი“ ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში „როსენგორდს“ შეხვდება

საქართველოს ქალთა საფეხბურთო კლუბი „ლანჩხუთი“ უეფა-ს ქალთა ჩემპიონთა ლიგის 1/16 ფინალში შვედურ კლუბ „როსენგორდს“ შეხვდება. კენჭისყრის შედეგად, „ლანჩხუთი" შვედეთის ქალაქ მალმეს გუნდთან ორრაუნდიან სერიას დეკემბერში გამართავს. პირველ შეხვედრას გოგონათა გუნდი 9/10 დეკემბერს საქართველოში ჩაატარებს, განმეორებითი მატჩი კი შვედეთში 15/16 დეკემბერს გაიმართება.

საქართველოს 2019 წლის ჩემპიონი - „ლანჩხუთი“ პირველი ქართული კლუბია, რომელიც უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ითამაშებს. ქალთა ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო შეხვედრებში, „ლანჩხუთმა“ გასვლით მატჩებში ყაზახური „ოკჟეტპესი“ 2:1, რუმინული „ოლიმპია კლუჟი“ კი 1:0 დაამარცხა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო