ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ალექსანდრე მეტრეველს 76 წელი შეუსრულდა

ლეგენდარულ ქართველ ჩოგბურთელს, ალექსანდრე მეტრეველს 76 წელი შეუსრულდა.

ალექსანდრე მეტრეველი არაერთი საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებული და ფინალისტია. ის ერთადერთი ქართველი ჩოგბურთელია, ვინც დიდი სლემის ტურნირის ფინალში ითამაშა. მეტრეველმა ამ წარმატებას უიმბლდონის ტურნირზე მიაღწია - 1973 წელს ერთეულთა თანრიგში, ხოლო 1968 და 1970 წლებში შერეულ წყვილთა შორის.

1974 წელს, ქართველი ჩოგბურთელი მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეთა ათეულში მე-9 ნომრად მოხვდა. 2015 წელს, მეტრეველს ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის სპეციალური ჯილდო - დევისის თასის მედალი გადაეცა. ალექსანდრე მეტრეველი კარიერის დასრულების შემდეგ ცნობილი სპორტული ტელეარხის, „ევროსპორტის“ კომენტატორი იყო.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო