ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
სპორტული სტატისტიკის ვებ-გვერდის პრეზენტაცია

სამინისტრო 2015 წლიდან აქტიურად მუშაობს ერთიანი პორტალის შექმნაზე, რომელშიც ერთიანდება სპორტის სფეროში არსებული სტატისტიკური ინფორმაცია და სხვა მრავალი სასარგებლო დოკუმენტი.

აღნიშნული პორტალი წარმოადგენს ოფიციალურ წყაროს, სადაც ინფორმაცია თავმოყრილია  როგორც სპორტული ობიექტების, ასევე მოყვარულ და პროფესიონალ სპორტსმენთა რაოდენობის, სპორტული ორგანიზაციებისა და სპორტული ღონისძიებების შესახებ. ასევე განთავსებულია სპორტის სფეროში განხორციელებული კვლევები და სამინისტროს მიერ შემუშავებული სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის დოკუმენტები. პორტალზე განთავსებულია სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ ინფორმაცია ელექტრონული რუქის ფორმით, სადაც მონაცემების შენახვა და დამუშავება მიმდინარეობს „GIS” პროგრამაში, რომელიც უზრუნველყოფს გეოსივრცითი მონაცემების წერტილოვანი სიზუსტით ელექტრონულ რუქაზე დატანას.

ამჟამად პორტალზე ჯამში განთავსებულია 10 ათასამდე მონაცემი და 50 ათასამდე მეტამონაცემი. აღნიშნული ინფორმაციის მოძიება მითითებულ ვებ-მისამართზე შეუძლია ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია სპორტის სფეროში არსებული სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემებით, კვლევებით, სპორტის სახელმწიფო პოლიტიკის და სხვა ოფიციალური დოკუმენტით, ქვეყანაში არსებული სპორტულ ობიექტების რაოდენობით, მათი მდგომარეობით და სხვა დეტალური მონაცემით, რომელიც მას დაეხმარება უფრო მარტივად  მიიღოს გადაწყვეტილება დაკავდეს სპორტით ან/და ფიზიკური აქტივობით.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო