ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
რაგბი: 18-წლამდელთა შეკრება დაიწყო

18-წლამდელი ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა შევარდენის სანაკრებო ბაზაზე 11-დღიან შეკრებაზე შევიდა.

სასელექციო შეკრებებისა და თამაშების შემდეგ, 18-წლამდელთა სამწვრთნელო შტაბმა აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოს კლუბებიდან 44 მორაგბე შეარჩია, ერთი კი ლეგიონერია და ამერიკის შეერთებულ შტატებში, გრინვიჩის სკოლაში თამაშობს. ეს 45 მორაგბე შეკრებაზე 21 დეკემბრამდე დარჩება, 20-ში კი ორმხრივი თამაში შედგება.

დავით ჩავლეიშვილის გუნდი 2020 წლის მარტის ბოლოს სამხრეთ აფრიკაში გაემგზავრება, სადაც საერთაშორისო შერეულ (სანაკრებო/საკლუბო) ტურნირში მიიღებს მონაწილეობას და ადგილობრივ გუნდებთან ორ თამაშს გამართავს. ვინ იქნებიან უმცროსი ბორჯღალოსნების მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა.

18-წლამდელები ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატისთვისაც ემზადებიან, რომელსაც 2020 წლის აპრილში კალინინგრადი (რუსეთი) უმასპინძლებს. შეგახსენებთ, საქართველო ბოლო ორი ჩემპიონატის გამარჯვებულია - 2018 წლის ფინალურ შეხვედრაში საფრანგეთი პოზნანში (პოლონეთი) 8:3, ხოლო 2019 წლის ფინალში კალინინგრადში ესპანეთი 20:10 დაამარცხა.

შეკრებაზე არიან: დათო გველესიანი, ირაკლი აფციაური, გიორგი მაისურაძე, ალექსანდრე ქუნთელია, ალექსანდრე ბურდული, გიორგი ტერენტიევი, გიორგი ქობალია, გიორგი კურტანიძე, ლუკა არჩვაძე, გოგიტა რიკაძე, პეტრე ხუციშვილი, თორნიკე კოხოიძე, იოანე მეტრეველი, საბა ლიპარტელიანი, ლუკა კვენეტაძე, არჩილ იაშაღაშვილი, გაგა ქევხიშვილი, დათო ხუროშვილი, გუგა ღანიაშვილი, საბა არჩვაძე (ყველა ლელო-სარასენსი); ნოდარ შენგელია, ირაკლი ბლაგიძე, ოთარ ჯალაღონია, პაატა გალდავა, ბექა შვანგირაძე, უჩა შარვაშიძე, გიორგი ლეჟავა (ყველა აია); შალვა ჭინჭარაული, თამაზ კევლიშვილი, რატი ზაზაძე, ნიკა ჭიკაიძე, ზუკა ონიანი, გიორგი ნავროზაშვილი (ყველა არმაზი); ირაკლი სულეიმანაშვილი, დათო არველაძე, გიორგი ტორონჯაძე (სამივე ხვამლი); ნიკა გოგლიძე, კოტე იაშვილი (ორივე აკადემია); შალვა გოგუაძე (ხარები); გიგი ქურხული (ვეფხვები); დათო ქავთარაძე (ლოკომოტივი); გუგა ზაიცევი (ყოჩები); გოჩა დიასამიძე (ბათუმი); დიტო ბერაია (კოლხი-რაინდები); ბუკა კვარაცხელია (გრინვიჩის სკოლა, აშშ).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო