ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: გოლდენ გორი მესამე ადგილზე

ძიუდოს კლუბი გოლდენ გორი ევროპის ჩემპიონთა ლიგის ბრინჯაოს პრიზიორია! წლის მთავარი საკლუბო ტურნირი პორტუგალიის ქალაქ ოდიველაშში გუშინ, 16 ნოემბერს ჩატარდა.

1/4-ფინალში გოლდენ გორი შარშანდელ გამარჯვებულ ლისაბონის სპორტინგთან დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა - 3:2, დამამშვიდებელ წრეში კი საფრანგეთის ფლამ 91, შემდეგ კი ამავე ქვეყნის მეორე კლუბი ეტუალი ერთნაირი ანგარიშით 3:2 დაამარცხა.

გორელებმა ოდიველაშში ამ შემადგენლობით იასპარეზეს: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90) და გელა ზაალიშვილი (+90). მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების თავკაცი ნოდარ მეტრეველი გახლდათ.

გოლდენ გორი შარშან დაარსდა და პირველივე წელს ევროპის ლიგა მოიგო. ჩემპიონთა ლიგის საგზური გორელებმა სწორედ ამ ტრიუმფით მოიპოვეს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო