ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჭადრაკი: „ნონა“ ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ქალ მოჭადრაკეთა კლუბმა ნონამ ევროპის საკლუბო ჩემპიონის ტიტული მოიპოვა! კონტინენტის საკლუბო პირველობას 10-16 ნოემბერს ულჩინიმ (მონტენეგრო) უმასპინძლა.

ნანა ძაგნიძის, ლელა ჯავახიშვილის, ნინო ბაციაშვილის, ბელა ხოტენაშვილის და სალომე მელიას ხუთეულმა 7 შეხვედრიდან 4 მოიგო, 3 ყაიმით დაასრულა და პირველ ნომრად განთესილ კიევის საჭადრაკო ფედერაციის გუნდს აჯობა. მესამე ადგილზე მონტე კარლოს საჭადრაკო კლუბის გუნდი გავიდა. ნონას კაპიტანი მარიკა ჯაფარიძე გახლდათ.

ყველაზე მეტი - 4,5 ქულა გუნდს ნინო ბაციაშვილმა შესძინა (მე-3 დაფა), 4 ქულა მოიპოვეს ნანა ძაგნიძემ (1), ლელა ჯავახიშვილმა (2) და ბელა ხოტენაშვილმა (4), სალომე მელიამ კი სათადარიგოთა შორის ქულა მოიპოვა.

ნონა მეოთხედ გახდა ევროპის საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებული.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო