ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თორნიკე შენგელია ათწლეულის რჩეულთა შორისაა!

ესპანური ბასკონიასა და საქართველოს ნაკრების ლიდერი თორნიკე შენგელია ევროლიგის ბოლო ათწლეულის (2010-2020) საუკეთესო მოთამაშეებს შორისაა ნომინირებული.

ევროლიგის ოფიციალური ვებგვერდი ბოლო დეკადის ევროლიგის საუკეთესო კალათბურთელს ავლენს და თორნიკეს შესახებ წერს: „მძიმე ფორვარდი გამოირჩევა ათლეტურობით, მობილურობით. თორნიკე შენგელია ამ ათწლეულში ევროლიგაში ლიდერი გახდა, განსაკუთრებით ბასკონიაში. 2010 წელს, ვალენსიას შემადგენლობაში ევროთასზე დებიუტი ჰქონდა, ხოლო 2011-12 წლების სეზონში ევროლიგაში პირველად ბელგიური შარლერუას რიგებში ითამაშა. ცოტა ხნის შემდეგ დაბრუნდა ბასკონიას შემადგენლობაში.

ესპანურ გუნდს 2016 წელს დაეხმარა ოთხთა ფინალში გასვლაში, მიუხედავად იმისა, რომ ტრავმის გამო 9 თამაში გამოტოვა.

2017-18 წლების სეზონი დიდებულად ჩაატარა და მარტის თვის MVP გახდა, იქამდე, სანამ მომავალი ჩემპიონ ფენერბახჩესთან პლეი-ოფში დამარცხდებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ მატჩების რაოდენობით ევროლიგაში 93-ე ადგილზეა, ხოლო წუთების მიხედვით 72-ე (ნაწილობრივ ტრავმის გამო), შენგელია სარგებლიანობის მაჩვენებლით, ქულებით და მოხსნებით 40-ეულშია. საშუალო მაჩვენებლები კიდევ უფრო უკეთესია: ბოლო 10 წელიწადში საუკეთესო 15-ეულშია. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, დიდი ძალისხმევა ჩადო იმაში, რომ ბასკონია ცნობილ გუნდად ექცია“, - წერს ევროლიგის ვებ-გვერდი.

აქვე გეტყვით, რომ მიმდინარე სეზონში თორნიკე საშუალოდ 28.24 წუთში 17.4 ქულას, 6.3 მოხსნას, 2.4 პასს, 0.6 ჩაჭრას და 0.9 დაფარებას აგროვებს.

მთლიანობაში ევროლიგურ კარიერაში შენგელიას სტატისტიკური მონაცემები ასეთია: 126 თამაში, 1444 ქულა (საშუალოდ თამაშში 11.5), 618 მოხსნა (4.9), 95 ჩაჭრა (0.8), 195 პასი (1.5), 61 დაფარება (0.5).



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო