ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძალოსნობა: მიშველიძემ სალიცენზიო ტურნირი მოიგო!

თურქეთის ქალაქ გაზიანთეპში მიმდინარე ნაიმ სულეიმანოღლუს საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ (61კგ) სამი მედალი მოიპოვა.

მიშველიძე ატაცში 120 კილოგრამით კვარცხლბეკის მეორე საფეხურზე ავიდა, პირველი იყო აკვრაში დამორჩილებული 146 კილოგრამით, ასევე გაიმარჯვა ორჭიდის ჯამში დაგროვილი 266 კილოგრამით.

სამგზის ოლიმპიური ჩემპიონის ნაიმ სულეიმანოღლუს სახელობის ტურნირზე წარმატება იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ იქ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები გათამაშდა. ასე რომ, მიშველიძემ ამ მხრივ მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია და რეიტინგში საგრძნობლად დაწინაურდა.

ქართველმა ძალოსანმა ორი კვირით ადრე ატაცში, აკვრასა და ორჭიდის ჯამში ოქროს მედლები მოიპოვა გროდნოს (ბელარუსი) საერთაშორისო ტურნირზე, სადაც ასევე თამაშდებოდა ოლიმპიური თამაშების სალიცენზიო ქულები.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო