ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ძიუდო: გოლდენ გორი ჩემპიონთა ლიგაშია!

ძიუდოს კლუბი გოლდენ გორი ევროპის მთავარ საკლუბო ლიგაში საასპარეზოდ ხვალ პორტუგალიაში მიემგზავრება. ძიუდოს ჩემპიონთა ლიგას ქალაქი ოდიველაში უმასპინძლებს.

გოლდენ გორი შარშან დაარსდა და პირველივე წელს ევროპის ლიგა მოიგო. ჩემპიონთა ლიგის საგზური გორელებმა სწორედ ამ ტრიუმფით მოიგეს.

გოლდენ გორი ამ შემადგენლობით იასპარეზებს: ვაჟა მარგველაშვილი (66კგ), ლაშა შავდათუაშვილი (73კგ), ლუკა მაისურაძე (81კგ), ბექა ღვინიაშვილი (90) და გელა ზაალიშვილი (+100). ამ უკანასკნელმა უშანგი კოკაური შეცვალა. გოლდენ გორის მთავარი მწვრთნელი საქართველოს ნაკრების თავკაცი ნოდარ მეტრეველი იქნება.

ძიუდოს ჩემპიონთა ლიგაში გორელთა გარდა 7 კლუბი იასპარეზებს: მოქმედი ჩემპიონი ლისაბონის სპორტინგი, საფრანგეთის ეტუალი და ფლამ 91, რუმინეთის ბუქარესტი, სერბეთის ცრვენა ზვეზდა და ორი რუსული გუნდი - იავარა ნევა და ეკატერინბურგი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო