ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
„ნონას თასი 2019“ საზეიმოდ გაიხსნა

ვერის ბაღში მდებარე ჭადრაკის სასახლეში ლეგენდარული მოჭადრაკის, საქართველოს მე-20 საუკუნის საუკეთესო ქალი სპორტსმენის ნონა გაფრინდაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი დაიწყო.

გახსნის საზეიმო ცერემონიას განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძე, ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გენერალური მდივანი ემზარ ზენაიშვილი მოქმედ და ვეტერან მოჭადრაკეებთან ერთად დაესწრნენ. ტურნირის მონაწილეებს წარმატებული ასპარეზობა ნონა გაფრინდაშვილმა პირადად უსურვა.

თასის გათამაშებაში წელს 13 ქვეყნის 200-მდე მოჭადრაკე იღებს მონაწილეობას. საერთო საპრიზო ფონდი 50 000 ლარს შეადგენს. თასის გათამაშება 3 ტურნირად გაიმართება და 29 სექტემბერს დასრულდება.

„ნონას თასი 2019“-ის ორგანიზატორები განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია არიან.

ფოტო: ხატია ჯიჯეიშვილი



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო