ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
თბილისში მაია ჩიბურდანიძის ჭადრაკის აკადემია გაიხსნა

დიდ დიღომში ლეგენდარული ქართველი მოჭადრაკის, მაია ჩიბურდანიძის სახელობის „ჭადრაკის დედოფლის აკადემია“ საზეიმოდ გაიხსნა. ახალი აკადემიის მიზანი ქვეყანაში ჭადრაკის მეტად პოპულარიზაციაა. პროფესიონალი მწვრთნელები მოამზადებენ როგორც ბავშვებს, ასევე უფროსი ასაკის მსურველებს.

აკადემიის გახსნის ცერემონიას სპორტის დეპარტამენტის უფროსი ირაკლი დოლაბერიძე, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, ევროპის ჭადრაკის გაერთიანების პრეზიდენტი ზურაბ აზმაიფარაშვილი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, საკრებულოს წარმომადგენლები, მოქმედი და ვეტერანი მოჭადრაკეები და მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

აკადემიის გახსნასთან ერთად სტარტი აიღო საჭადრაკო ფესტივალმა „მაიას თასი“. ფესტივალში საქართველოს, ბრაზილიის, ინდოეთის, სომხეთისა და ყაზახეთის წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. შეჯიბრებები 4 სხვადასხვა კეტეგორიაში - მამაკაცთა, ქალთა, ბაშვებსა და მედიის წარმომადგენლებს შორის გაიმართება. ფესტივალი 4 დღის განმავლობაში გაგრძელდება და 8 სექტემბერს დასრულდება. გამარჯვებულებსა და პრიზიორებს სპეციალურად ტურნირისთვის დამზადებული პრიზები გადაეცემათ. ფესტივალის საპრიზო ფონდია 19 000 ლარი.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო