ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ჭიდაობა: გიორგი შოთაძე მსოფლიოს ჩემპიონია!

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე გიორგი შოთაძე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის გამარჯვებულია!

ესტონეთის დედაქალაქ ტალინში გამართული მსოფლიო პირველობა ახალგაზრდა ქართველმა ფალავანმა დიდებულად ჩაატარა, ზედიზედ დაამარცხა პოლონელი, ჩინელი, უკრაინელი და ამერიკელი მეტოქეები, ფინალში კი სომეხ შანტ ხაჩატრიანსაც აჯობა და ოქროს მედალი მოიგო!

შეგახსენებთ, რომ გიორგიმ წელს ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატიც მოიგო, რომელიც ესპანეთში, ქალაქ პონტევედრაში გაიმართა.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო