ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ოფიციალურად: თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ დაასახელა ის ფალავნები, რომლებიც 8-10 აპრილს ბუქარესტში (რუმინეთი) ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებენ.

წონების მიხედვით მწვრთნელმა შემდეგი ფალავნები შეარჩია:
57კგ - ოთარ გოგავა
61კგ - ბექა ლომთაძე
65კგ - ვლადიმერ ხინჩაგაშვილი
70კგ - ზურაბ იაკობიშვილი
74კგ - ავთანდილ კენჭაძე
79კგ - ნიკა კენჭაძე
86კგ - სანდრო ამინაშვილი
92კგ - ირაკლი მწითური
97კგ - ელიზბარ ოდიკაძე
125კგ - გენო პეტრიაშვილი

ეროვნული გუნდის ბირთვი იანვარში, თბილისში გამართული საქართველოს ჩემპიონატის დროს გამოიკვეთა. მას შემდეგ გუნდმა საწვრთნელი შეკრებები გაიარა ბაკურიანსა და ბორჯომში, სხვადასხვა დროს კი საფრანგეთსა და ბულგარეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირებზე იასპარეზა.

შარშან ევროპის ჩემპიონატი 4-6 მაისს გაიმართა კასპიისკში (რუსეთი). ბექა ლომთაძე (61კგ) და გენო პეტრიაშვილი (125კგ) ფინალებში დამარცხდნენ, ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა (65კგ), ზურაბ იაკობიშვილმა (70კგ), სანდრო ამინაშვილმა (86კგ) და ელიზბარ ოდიკაძემ (97კგ) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო