ქართული
სპორტი
 
 
ახალი ამბები
ქართველი სპორტსმენების წარმატება სპეციალურ ოლიმპიადაზე

14-21 მარტს არაბეთის გაერთიანებულმა საემიროებმა 2019 წლის მსოფლიოს ზაფხულის სპეციალურ ოლიმპიურ თამაშებს უმასპინძლა. საქართველოს ნაკრებმა აბუ-დაბიში გამართულ მასშტაბურ სპორტულ ღონისძიებაზე 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. თამაშების გამარჯვებულები გახდნენ მარიამ ტოპოლიანი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 50 მ), ვერცხლის მედლებს დაეუფლნენ მარიამ ტოპოლიანისა და გიორგი დიდიას წყვილი (მაგიდის ჩოგბურთი) და ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 25 მ), ბრინჯაოს მედლები მოიპოვა სერგო გვარაძემ (სირბილი, 200 მ; სირბილი, 100 მ). საპატიო მეოთხე ადგილზე ინდივიდუალურ შეჯიბრებაში გიორგი დიდია (მაგიდის ჩოგბურთი) გავიდა.

 

ოქრო - მარიამ ტოპოლიანი (მაგიდის ჩოგბურთი)

ოქრო - ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 50 მ)

ვერცხლი - მარიამ ტოპოლიანი/გიორგი დიდია (მაგიდის ჩოგბურთი)

ვერცხლი - ლიკა კვარაცხელია (სირბილი, 25 მ)

ბრინჯაო - სერგო გვარაძე (სირბილი, 200 მ)

ბრინჯაო - სერგო გვარაძე (სირბილი, 100 მ)

მე-4 ადგილი - გიორგი დიდია (მაგიდის ჩოგბურთი)



ქართული სპორტი

2019 | © საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო